16:42 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-24 10:46:52, 482 ნახვა

სამხედრო
გიორგი მარგველაშვილმა გენერალ-ლეიტენანტი ფრედერიკ ჰოჯესი ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალს, გენერალ-ლეიტენანტ ფრედერიკ ბენ ჰოჯესს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლა.

ქვეყნის პირველმა პირმა გენერალი ჰოჯესი საქართველოს მიმართ გამოხატული განსაკუთრებული თანადგომისთვის ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა და მადლობა გადაუხადა საქართველოს ნატოსთან პარტნიორობის გაღრმავების მხარდაჭერისათვის.

„საქართველოს სახელმწიფოს სახელით მადლობას გიხდით იმ წვლილისთვის, რომელიც თქვენ შეიტანეთ ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი მიმართულების, ნატო-სთან პარტნიორობის გაღრმავებისა და განმტკიცებისათვის. ეს მიმართულება სახელმწიფოებრივად და პოლიტიკურად უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენმა ჯარისკაცებმა თავისი სიცოცხლის ფასად დაამტკიცეს ამ არჩევანის მნიშვნელობა. მოხარული ვარ, რომ გვყავს ასეთი ღირსეული პარტნიორები“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ამერიკელმა გენერალმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს საპატიო ჯილდოსთვის და ყურადღება ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობაზე გაამახვილა: 

„ჩემთვის დიდი პატივია იმ ქვეყნის პრეზიდენტის მიერ აღიარება, რომელთანაც ამერიკის შეერთებულ შტატებს მჭიდრო ურთიერთობა აქვს; დიდი პატივია, ვხედავდე საქართველოსა აშშ-ს შორის პარტნიორობის პროგრესს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში“, - აღნიშნა ფრედერიკ ჰოჯესმა.
დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ გენერალისა და სტუმრების პატივსაცემად ვახშამი გაიმართა




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი - რეზოლუცია არის წარმავალი ევროპარლამენტის წევრების ბოლო ბწკენა ქართველი ხალხის მიმართ
თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა ლოჯისტიკის დღე აღნიშნეს
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
III ა მიკრორაიონის N16 კორპუსთან საგზაო სამუშაოები სრულდება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics