21:16 - 18 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-25 10:31:43, 503 ნახვა

საზოგადოება
რუსთაველის გამზირი გადაკეტილია

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირი, თავისუფლების მოედანი და მიმდებარე ქუჩები გადაკეტილია.

რუსთაველის გამზირზე და თავისუფლების მოედანზე 26 მაისის ღონისძიების სამზადისი მიმდინარეობს. უკვე დამონტაჟებულია სცენები, სადაც სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება. ტერიტორიაზე გამოყვანილია სამხედრო ტექნიკაც. 

გზებზე არსებული შეზღუდვების გამო, დედაქალაქში ტრასნპორტის მოძრაობა დროებით შეიცვალა.

კერძოდ, ვინაიდან მოძრაობა რუსთაველის გამზირისა და თავისუფლების მოედნის მიმართულებით  მოძრაობა შეიზღუდა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის (ყოფილი ელბაქიძის დაღმართი), მარჯვენა სანაპიროსა და ბარათაშვილის ქუჩის გავლით.

კოჯრის გზატკეცილზე მოძრავი – ოქროყანის, შინდისის, წავკისის, ტაბახმელის, კოჯრისა და კიკეთის მარშრუტები იმოძრავებენ ამაღლების ქუჩამდე (N11-ის მიმდებარე ტერიტორია).

გარდა ამისა, მოძრაობა შეიზღუდა ორბელიანის მოედანზე და აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული მიკროავტობუსების ბოლო გაჩერება გადავა ათონელის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე.

26 მაისს ასევე 16:00 საათიდან 21:00 საათამდე დავით აღმაშენებლის გამზირზე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება მარჯანიშვილის მოედნიდან თამარ მეფის გამზირის გადაკვეთამდე. საზოგადოებრივი ტრანსპორტი თამარ მეფის გამზირიდან მოძრაობას გააგრძელებს წინამძღვრიშვილისა და კიევის ქუჩების გავლით.

სატრანსპორტო მოძრაობა მითითებულ ტერიტორიებზე 27 მაისიდან აღდგება.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გალანტი - ისრაელის სახელმწიფომ უნდა იცოდეს, რომ მას აქვს მოქმედების თავისუფლება, გააკეთოს ის, რაც სურს
ღაზას ჯანდაცვა - გასულ დღეს ღაზაში ისრაელის სამხედრო ოპერაციას, სულ მცირე, 71 ადამიანი ემსხვერპლა - არიან დაშავებულებიც
მილერი - მოვუწოდებთ საქართველოს, არ მიიღოს კანონმდებლობა, რომელიც ეწინააღმდეგება მოქალაქეების უმრავლესობის სურვილს
მელია - რუსებს ჰგონიათ, რომ თუ შეგვიყვანენ რამდენიმე ეტაპიან ბრძოლაში, დავიღლებით, დავიბნევით და დავიფანტებით - პირიქით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics