08:14 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-25 12:27:34, 452 ნახვა

პოლიტიკა
თამარ სანიკიძე: 6 წლამდე ასაკის ბავშვების სკოლაში მიყვანასთან დაკავშირებით პოლიტიკური სპეკულაციები უნდა დასრულდეს

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თამარ საკინიკიძის განცხადებით, 6 წლამდე ასაკის ბავშვების სკოლაში მიყვანასთან დაკავშირებით პოლიტიკური სპეკულაციები უნდა დასრულდეს.

როგორც სანიკიძემ თემის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, ამ საკითხზე სამინისტროს გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს და ის აღარ შეიცვლება.

"პრემიერმა მოგვიწოდა, რომ თუ სადმე არის კითხვის ნიშნები, კიდევ ერთხელ დავსხდეთ და ამაზე ვისაუბროთ, ამაზე საუბარი შეიძლება უსასრულოდ იმიტომ, რომ თქვენ იცით, როგორ თემას უკავშირდება.რაც შეეხება იმას, ჩენ შევცლით თუ არა გადაწყვეტილებას, ჩვენი გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და შესაბამისად, დასაბუთებაც წარდგენილია, ახლა არის თავიდან ბოლომდე პარლამენტზე დამოკიდებული, რას და როგორ იმსჯელებს, თუმცა ძალიან ბევრი ფაქტორის გათვალისწინება მოუწევთ.ასევე, იმის გათვალიწინებაც მოუწევთ, რომ ეს რეალობა ყოველთვის არსებობდა და რატომ გახდა სპეკულირების თემა ახლა სასწავლო წლის დაწყების წინ, როდესაც მთელი რიგი პროცედურებია გასატარებელი, და მოსამზადებელია სისტემა ახალი სასწავლო წლისთვის, ეს იყო მეტწილად, პოლიტიკური პარტიები მყავს მხედველობაში და უმცირესობის წარმომადგენლები, რომლემბაც ეს თემა დღის წესრიგში დააყენეს და ამით სპეკულირებას ახდენენ",-განაცხადა თამარ სანიკიძემ.

მისივე თქმით,  განათლების სამინისტროდან მშობლები მათთვის საინტერესო საკითხებზე განმარტებებს რეგულარულად იღებენ. სანიკიძის  მტკიცებით, არც ერთ მშობელს, რომელიც განათლების სამინისტროში მივიდა და 6 წლამდე ასაკის ბავშვების სკოლაში შეყვანასთან დაკავშირებით განმარტებები მოისმინა, კითხვის ნიშნები აღარ აქვს. მინისტრის  მოსაზრებით, ბავშვები პოლიტიკური სპეკულირების მსხვერპლნი არ უნდა გახდნენ.

"რაც შეეხება ამასთან დაკავშირებით, მშობლების მიერ გამოთქმულ წუხილს, მშობლები ჩვენთან რეგულარულად დაბრძანდებიან ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით. არც ერთი მშობელი, ვინც ჩვენთან იყო მოსული და შესაბამისი განმარტება მიიღო, კითხვის  ნიშნებით აღარ წასულა ჩვენგან. ამიტომ, ეს თემა გასაყოფია. პოლიტიკური სპეკულირება და მშობლების რეალური წუხილი.ჩვენ მშობლებთან მუშაობას ვაგრძელებთ.რაც შეეხება პოლიტიკურ სპეკულირებას, ის უნდა დამთავრდეს,  რადგან ბავშვები მაინც არ უნდა გახდნენ სპეკულირების მსხვერპლნი. ამიტომ, იმედი მაქვს, გადაიხედება ეს ყველაფერი  და კონსტრუქციულ რეჟიმში ჩამოყალიბდებიან, რა უნდა გააკეთონ.ეს საკითხი ყოველთვის იდგა დღის წესრიგში, მაშინ, როდესაც ზღვარი იყო უფრო დაბლა დაწეული.უბრალოდ ამ თემების სპეკულირება ადრე არ ხდებოდა",-განაცხადა თამარ სანიკიძემ.

ცნობისთვის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი,  სასწავლო ზღვარის 6 წლამდე დაწესებას ითვალისწინებს. შესაბამისად, კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში,  2015 წლის ახალი სასწავლო წლიდან სკოლაში 6 წლამდე ბავშვები არ მიიღებიან.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს
„არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ - აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით ევროპის მოედანზე მივიდნენ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა
ზელენსკი - მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, კონგრესისა და ყველა ამერიკელის

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics