01:26 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-25 14:18:03, 337 ნახვა

პოლიტიკა
დავით ნარმანია: მირზა შაფის ქუჩის პროექტთან დაკავშირებით კონკურსის ხელახლა გამოცხადება ჩემთვის პრინციპულად მიუღებელია

„მირზა შაფის ქუჩის განვითარების პროექტთან დაკავშირებით კონკურსის ხელახლა გამოცხადება ჩემთვის პრინციპულად მიუღებელია“, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ თემის კომენტირებისას განაცხადა. 

მისი თქმით, პროექტის ავტორს მერიამ რამდენიმე რეკომენდაცია შესთავაზა და მირზა შაფის ქუჩის განვითარების პროექტი უფრო მეტად დაიხვეწება. 
„კომისიის მხოლოდ ერთი წევრი ითხოვდა იმას, რომ ეს კონკურსი გაგვეგრძელებინა, მაგრამ 7 თუ 8 წელი გრძელდებოდა პროცესი და ინვესტორმა ვერ დაიწყო კონკრეტული პროექტი. სწორედ ამიტომ ჩვენ საჯარო კონკურსი გამოვაცხადეთ, რათა ნებისმიერ დაინტერესებულ ავტორს ჰქონოდა შესაძლებლობა, შემოეტანა თავისი პროექტი. მივიღეთ კიდეც ასეთი პროექტები და მათგან საუკეთესო შეირჩა. ჩვენ კიდევ გადავდგით დამატებითი ნაბიჯი პროექტის დახვეწისკენ და რამდენიმე რეკომენდაცია შევთავაზეთ პროექტის ავტორს და ეს აუცილებლად იქნება გათვალისწინებული და დაიხვეწება პროექტი უფრო მეტად, რათა შესაბამის ტერიტორიაზე უფრო მეტად იყოს ადაპტირებული როგორც ფერთა გამის თვალსაზრისით, ასევე გამწვანების კუთხით. მოცულობა მცირდება, რათა ქალაქის ისტორიული ნაწილის იერსახე არ დამახინჯდეს და უფრო საინტერესო პროექტს მივიღებთ. მაგრამ ხელახლა კონკურსის გამოცხადება ჩემთვის პრინციპულად მიუღებელია, ისევე როგორც მიუღებელია ინვესტორისთვის და ქალაქისთვის, რადგან 7 თუ 8 წლის განმავლობაში შეჩერებული პროექტი როგორც იქნა დავძარით, ისე რომ ქალაქისათვისაც მნიშვნელოვანი იქნება, ინვესტორისთვისაც. დარწმუნებული ვარ, რომ ის იერსახე, რაც არის შემოთავაზებული მისი შემდგომი დახვეწის მერე მისაღები იქნება იმ ადამიანებისთვისაც, რომლებიც დღეს მაინც ასე თუ ისე ორჭოფობენ ამ პროექტთან დაკავშირებით“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
რაც შეეხება ბააზოვის ქუჩის ნაწილს, თბილისის მერის განმარტებით, ეს მონაკვეთი არსებული პროექტით გათვალისწინებული არაა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტზე - ეს ინიციატივა ევროკავშირის ღირებულებებს ეწინააღმდეგება
სამხარაძე - კანონისთვის რუსულის დარქმევა არის დისკრედიტაციული პოლიტიკური მეტაფორა, რომელიც მიმართულია გამოიწვიოს საზოგადოების აღშფოთება
სამხარაძე BBC-ს ჟურნალისტს - კანონპროექტში არ არის ნახსენები სიტყვა „აგენტი,“ შესაბამისად, რაც ქალბატონმა პრეზიდენტმა თქვენთან ინტერვიუში ახსენა, სრული სიცრუეა
კასპის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელ-პედაგოგებისთვის 2 დღის განმავლობაში ტრენინგი მიმდინარეობდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics