12:58 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-25 15:03:39, 654 ნახვა

ეკონომიკა
„ბიზნეს-ინკუბატორის“ პროექტის ფარგლებში უნივერსიტეტებში სამრეწველო ლაბორატორიები მოეწყობა

თბილისის მერიას, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა.

 „ბიზნეს-ინკუბატორი“, იგივე FabLab, „ტექნოლოგიური განვითარების ფონდის“ ერთ-ერთი მიმდინარე პროექტია. FabLab-ის მიზანია – დამწყები მეწარმეების (Start Up-ების) და ინოვატორების ხელშეწყობა, რაც დაეხმარება და სტიმულს მისცემს ქვეყნის განვითარებასა და ეკონომიკურ ზრდას.
პროექტის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტებში მოეწყობა FabLab-ები – უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი 2 ინოვაციური, სამრეწველო ლაბორატორია. აღნიშნული პროექტის განხორციელება თბილისს რეგიონში ერთ-ერთ პირველ ქალაქად აქცევს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების დარგში.
„მოხარულები ვართ, რომ თბილის მერიასთან და უნივერსიტეტებთან ერთად ამ პროექტს ვახორციელებთ. ჩვენი მთავარი ამოცანაა, ქვეყანაში იმ დამწყები კომპანიების რაოდენობა გაიზარდოს, რომლებიც ინოვაციურ, ახალ პროდუქტს შექმნიან და ლაბორატორიები მათ სწორედ ამის შესაძლებლობას მისცემს. ჩვენი მხრიდან იქნება უზრუნველყოფილი ის, რომ ეს მოდელი განხორცილებული იყოს საქართველოში, ჩვენ ასევე უზრუნველყოფთ საერთაშორისო ტრენერების და სპეციალისტების ჩამოყვანას, რათა როგორც თანამშრომლების, ასევე იქ განთავსებული დამწყები კომპანიების კვალიფიკაციის ამაღლება მოხდეს. ეს პროექტი დასაქმების კუთხითაც მაღალ შედეგს მოგვცემს, ჩვენ ახალ ქართულ პროდუქციას შევქმნით, რომელიც შემდგომ შესაძლებელია საზღვარგარეთაც გავიდეს“, - განაცხადა ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ქაშიბაძემ. 
„სახელმწიფო უნივერსიტეტებში არის სათანადო პოტენციალი იმისათვის, რომ ეს უნივესიტეტებმაც გამოიყენონ, სტუდენტები გაეცნონ ინოვაციებს და ასევე მოემსახურონ იმ დამწყებ მცირე მეწარმეებს, რომლებიც შემდგომში ბიზნესებად იქცევიან, თავადაც განვითარდებიან და ქალაქსაც გამოადგებიან. ძალიან ბევრი ინოვაციური იდეაა, რომელსაც ხელშეწყობა სჭირდება. 300-მდე ადამიანის დასაქმება არის ნავარაუდები ამ პროექტის რეალიზაციის შედეგად, სამი წლის განმავლობაში კი მილიონ ლარამდე უკუგება იქნება“, - განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.  
პროექტის ფარგლებში ყველა დაინტერესებულ ადამიანს შეეძლება FabLab-ში მუშაობა და მისთვის საინტერესო პროდუქციის შექმნა, რომელიც შეიძლება იყოს:
• ტურისტული პროდუქტების წარმოება (თბილისის სიმბოლიკა და სხვა);
• ახალი შენობების, ხიდების და სხვა მსგავსი სახის კონსტრუქციების მოდელირება და მაკეტირება;
• კულტურულ ძეგლებზე დაზიანებული კომპონენტების რესტავრირება;
• მუნიციპალური სკოლების და ბაღების შიდა ინფრასტრუქტურისთვის (ინტერიერისკომპონენტები, სათამაშოების და სხვა) მაკეტების და მოდელების შემუშავება;
• თბილისის მასშტაბით ჩასატარებელი ღონისძიებებისთვის დეკორაციების, მაგიდების, სტენდების და სხვა რელევანტური ინვენტარის მოდელირება;
• ახალი მონუმენტების და ძეგლების მაკეტების შემუშავება;შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ინფრასტუქტურის მოსაწყობი სხვადასხვა ტიპის მაკეტების მოდელირება;
• სხვა ინოვაციური პროექტებისთვის თუ პროდუქტებისათვის მაკეტების და მოდელების შექმნა.
„საუნივერსიტეტო სივრცეში ბიზნეს-ინკუბატორები მსოფლიოს ძალიან ბევრ უნივერსიტეტში არის გამოყენებული და საკმაოდ წარმატებულია. ეს არის ჩვენი უნივესიტეტისთვის გამოწვევა. ეს არის შესაძლებლობა, რომ მოზიდული იქნეს ახალგაზრდა ინტელექტუალური რესურსი და მათ შეძლონ იქ არსებული ტექნიკური საშუალებებით მიაღწიონ გარკვეული იდეების რეალიზაციას, რაც მათი დასაქმების პრობლემის გადაწყვეტაც იქნება“, - განაცხადა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ლადო პაპავამ. 
„მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოსგან (Start Up-ების) სახით ხელშეწყობა იქნება. ეს არის სწორედ ის კომპონენტი, რომელსაც ბანკები ერიდებიან. მსოფლიო ვითარდება ამ მიმართულებით და თუ გვინდა, რომ ჩვენც განვვითარდეთ, უნდა განვავითაროთ მაღალი ტექნოლოგიები“, - განაცხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა. 
მემორანდუმის გაფორმების შემდეგ დაიწყება პროექტის აქტიური ფაზა – გარემონტდება საოფისე ფართები, შეძენილი იქნება სპეციალური აღჭურვილობა და დანადგარები. პროექტის განსახორციელებლად თბილისის მერია 950 ათას ლარს გამოყოფს.
ორივე FabLab-ის გახსნა მიმდინარე წლის სექტემბრის დასაწყისში იგეგმება.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია - მოვითხოვთ, რომ მთავრობამ ზედმიწევნით დაიცვას გამოხატვის თავისუფლება
DW - შოლცი - რუსეთთან დაახლოებულ ქვეყნებს ეჭვი ეპარებათ, რომ უკრაინაში ომს რუსეთისთვის აზრი აქვს
რიჰარდს კოლსი- კანონის მიღება სიტყვისა თუ აზრის გამოხატვის ნებისმიერი თავისუფლების შეზღუდვა
უკრაინის საჰაერო ძალები - 7 რუსული რაკეტიდან 2 ღამით გავანადგურეთ

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics