19:59 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-25 16:13:10, 606 ნახვა

ეკონომიკა
ინიციატორების მტკიცებით, ფასიანი ქაღალდების მარეგისტრირებელ ორგანოდ კვლავ ეროვნული ბანკი დარჩება

დეპუტატების-თამაზ მეჭიაურისა და ნოდარ ებანოიძის  ინიციატივა, რომელიც საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს ეროვნული ბანკის შემადგენლობიდან გამოყოფას გულისხმობს,  პარლამენტის ბიუროს წარედგინა.ცვლილება  13 კანონში შედის.

როგორც ბიუროს სხდომაზე აღინიშნა, პაკეტში შემავალი ერთი კანონიდან გამომდინარე, საქმე ეხება ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ საქართველოს კანონს. ამ პროექტით, ფასიანი ქაღალდების მარეგისტრირებელ ორგანოდ საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო სახელდება, ნაცვლად ეროვნული ბანკისა. ასეთ შემთხვევაში, საჭირო გახდებოდა სარეგისტრაციო მოსაკრებლის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის აუცილებობა, სადაც დარჩენილია ნორმა, რომ ამ რეგისტრაციას ეროვნული ბანკი ახორციელებს.ინიციატორების მტკიცებით, ეს ფუნქცია კვლავ ეროვნულ ბანკს რჩება და სააგენტოსთვის ამ ფუნქციის გადაცემის აუცილებლობა არ დგას და საქმე ტექნიკურ ხარვეზთან გვაქვს.

შესაბამისად, ბიუროზე განმარტეს, რომ ვინაიდან ფასიანი ქაღალდების მარეგისტირებელ ორგანოდ როგორც დღეს არის, კვლავ ეროვნული ბანკი დარჩება, წარმოდგენილი კანონპროექტის დამატების აუცილებლობა აღარ იქნება.

კანონპროექტის განსახილველად წამყვან კომიტეტად საფინანსო- საბიუჯეტო კომიტეტი, სავალდებულო დასკვნისთვის კი, დარგობრივი და ეკონომიკიური პოლიტიკის კომიტეტი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი დასახელდა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
FSB-მ რუსეთ-საქართველოს საზღვარზე უკრაინის მოქალაქე ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა
კრიპტოვალუტით ვაჭრობის ანი-ბანი: მარტივი სახელმძღვანელო ახალბედა ტრეიდერებისთვის
ღარიბაშვილი შიდა ქართლის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებსა და პარტიულ აქტივს შეხვდა
პაპუაშვილი - ეს სამება ურყევია, მასში ვერც ვერაფერი ჩანაცვლდება და ვერც მოაკლდება!

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics