09:50 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-25 17:37:19, 374 ნახვა

პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები გავრცელებულ ინფორმაციას, რომ კუბლაშვილმა, ჯაფარიძემ და რატიანმა პარტია დატოვეს არც უარყოფენ და არც ადასტურებენ

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები გავცელებულ ინფორმაციას, რომ პავლე კუბლაშვილმა, ზურაბ ჯაფარიძემ  და სერგო რატიანმა აღნიშნული პარტია დატოვეს არც უარყოფენ და არც ადასტურებენ.
როგორც პარტიის წევრმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ  ეტაპზე პარტიის შიგნით დისკუსია მიმდინარეობს და ყველაფერი  ოთხაშაბთს გახდება ცნობილი. 
„ჩვენ ვმსჯელობთ  სხვადასხვა საკითხებზე პარტიაში  და გვექნება პოზიციები.  პარტიის შიგნით არის დიკსუსია, ყველაფერი კარგად არის,  „ნაციონალური მოძრაობა“ ბრძოლას აგრძელებს“,-აღნიშნა ვაშაძემ. 
საპარლამანტო უმცირესობის  წევრმა  გიგი  წერეთლმა აქვე დასძინა, რომ   როდესაც  არჩევნები ახლოვდება  ოპოზიციაში ყოფნა რთულია. 
„მე ამის შესახებ კონკრეტული ინფორმაცია არ მაქვს, თუ ამგვარი გადაწყვეტილება მიღებულია  ალბათ ეს გახდება ცნობილი.  პარტიაში  ყოველთვის არის  განახლების პროცესი, მითუმეტეს როდესაც არჩევნები ახლოვდება, ახლა ოპოზიციაში ყოფნა რთულია“,-განაცხადა წერეთელმა. 
აქვე, მიხეილ მაჭავარიანმა განაცხადა, რომ პარტიის სხდომა გაიმართება  და თუ რაიმე ცვლილება იქნება ცნობილი გახდება. 
„სერგო რატიონი პარტიაში დავტოვე  სხვა ვერაფერს გეტყვით სხდომა გაიმართება, თუ რაიმე ცვლილება იქნება  ეს ცნობილი გახდება“ ,-აღნიშნა მიხეილ მაჭავარიანმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პრეზიდენტი - მთავრობას უკან დაახევინებს არჩევნები, რომელიც ამ წლის ოქტომბერში ჩატარდება
CBS News - ისრაელმა ირანზე სარაკეტო დარტყმა განახორციელა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 457 830-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
პარლამენტში დღეს უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics