04:24 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-25 17:51:09, 443 ნახვა

პოლიტიკა
ომარ ნიშნიანიძე "ნაციონალურ მოძრაობას": ბიუჯეტის ვირთხები იყავით, ამ თემაზე როცა საუბრობთ, ცოტა გაწითლდით მაინც

"ბიუჯეტის ვირთხები იყავით და ხელს აფათურებდით ყოველმხრივ ბიუჯეტში, დაწყებული თქვენი შეფიდან, დამთავრებული ნებისმიერი თქვენი ხელისუფლების ჩინოსნებამდე",-ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ომარ ნიშნიანიძემ საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პიოლიტიკის კომიტეტების  გაერთიანებულ სხდომაზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს.

მისივე თქმით, ქვეყანა ნორმალური გზით ვითარდება და დემაგოგი ადამიანები სცდილობენ, ყველაფერი პირიქით წარმოაჩინონ.

"ერთი ამბავი დააწიეს, რომ ჩვენ გეგემა გვქონდაო ეკონომიკის გაჯანსაღების, ამირან გულში მღეროდაო, ბატონმა ზურაბმა სწორად უთხრა. კიბატონო, მოიტანეთ თუ რამე გაქვთ. ერთსახოვნად ყველა მზად ვართ განვიხილოთ და თუ რაიმე მართლაც დადებითი იქნება, მაშინ მივიღებთ გულწრფელად.ეს არის სპექტაკლი-ნიანგის ცრემლების ღვრა და ხალხზე ზრუნვა. ახლა გაახსენდათ ხალხი ამ ჩვენს დემაგოგ აკადემიკოსებს, რომლებსაც უნდათ ახლა წარმოაჩინონ, ვაიმე რა ცუდ დღეშია ხალხი. გაგხსენებოდათ, თქვე დალოცვილებო,  10 წლის განმავლობაში. რაც შეეხება ბიუჯეტზე ზრუნვას, ბიუჯეტზე საერთოდ არ უნდა იღებდეთ ხმას, რადგან ბიუჯეტის ვირთხები იყავით და ხელს აფათურებდით ყოველმხრივ ბიუჯეტში, დაწყებული თქვენი შეფიდან, დამთავრებული ნებისმიერი თქვენი ხელისუფლების ჩინოსნებამდე.ასე რომ, ბიუჯეტზე რომ ილაპარაკებთ ცოტა შეგრცხვეთ მაინც, ან გაწითლდეთ მაინც, თქვე დალოცვილებო.ვინ გაბედავდა,  მიშას რეჟიმის დროს თქვენი მეათედი ეთქვა ხელისუფლებისათვის, სიმართლეს ვერ იტყოდით, თორემ ისეთ სიცრუეს, სიყალბეს და დემაგოგიას, რომელსაც თქვენ ატრიალებთ აქ, ამას ვინ გაბედავდა.ეს ცრუპენტელა დემაგოგები ვერაფერს დაგვაკლებენ. ქვეყანა მიდის ნორმალური გზით",-განაცხადა ომარ ნიშნიანიძემ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს
„არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ - აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით ევროპის მოედანზე მივიდნენ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა
ზელენსკი - მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, კონგრესისა და ყველა ამერიკელის

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics