18:25 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-25 18:35:12, 628 ნახვა

საზოგადოება
საგანმანათლებლო კონკურსის გამარჯვებული თბილისის 99-ე საჯარო სკოლა გახდა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის შემეცნებით-საგანმანათლებლო  პროექტ "საქართველოს პირველი დემოკრატიული  რესპუბლიკის" კონკურსის გამარჯვებული თბილისის 99-ე საჯარო სკოლა გახდა.

მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა სკოლა „პოლიგლოტმა“, მესამე კი - მე-5 საჯარო სკოლამ.

კონკურსის საუკეთესო მოთამაშე „პოლიგლოტის“ გუნდის წევრი თამთა ნოზაძე გახდა, რომელმაც ვიქტორინის განმავლობაში 14 კითხვას გასცა სწორი პასუხი.

გამარჯვებულებს დღესვე სპეციალური დიპლომები და პრიზები იუსტიციის მინისტრის მოადგილემ მიხეილ სარჯველაძემ გადასცა.

შემეცნებით-საგანმანათლებლო  პროექტი "საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა" 20 აპრილს დაიწყო. თბილისის 20 სხვადასხვა სკოლაში ჩატარდა პრეზენტაციები საქართველოს პირველი რესპუბლიკის თემაზე. თითოეულმა სკოლამ შექმნა გუნდი, რომელთა შორის საუკეთესო 24 და 25 მაისს გამართულ ვიქტორინაზე გამოირჩა.

პროექტი სკოლის მოსწავლეთათვის იყო განკუთვნილი და 1918-1921 წლების საქართველოს ისტორიაში მათი ცოდნის გაღრმავებას ემსახურებოდა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გახარია - ჩვენთვის საქართველოს ევროინტეგრაცია არც სააკაშვილის თავისუფლებაზე და არც ივანიშვილის დასანქცირებაზე არ გადის
15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - „საქართველოს ბანკის“ სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია
ხაბეიშვილი - ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ თითოეული ქართველის ადგილი 28 აპრილს რუსთაველზეა
ოსტინი - აშშ უკრაინას კიდევ 1 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარებას გაუწევს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics