18:57 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-26 09:24:35, 281 ნახვა

საზოგადოება
პრემიერი საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, 11:00 საათზე, პრემიერი თავისუფლების მოედანზე წვევამდელთა ფიცის დადების ცერემონიას დაესწრება და სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართავს.

ღონისძიების დასრულების შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის წევრებთან ერთად, რუსთაველის გამზირზე სამინისტროების მიერ წარმოდგენილ საინფორმაციო და გასართობ კუთხეებს დაათვალიერებს.

18:00 საათზე, პრემიერ-მინისტრის სახელით, ჯანსუღ კახიძის მუსიკალურ ცენტრში, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისთვის კონცერტი გაიმართება.

დღის ბოლოს კი, საქართველოს მთავრობის მეთაური სტუმრებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ოფიციალურ მიღებაზე უმასპინძლებს.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მდინარაძე - ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერი რეზოლუციაში არის მორიგი თაღლითობა და ცარიელი შანტაჟი
NGO-ები - ხელმომწერი ორგანიზაციები ვაჩერებთ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას, ვიდრე ხელისუფლება რუსულ კანონს არ გაიხმობს
მელია - ვეღარ ვივლით ევროპაში უვიზოდ, როდესაც ქვეყანას, რუსული წესებით რუსული ხელისუფლება მართავს
ხაბეიშვილი - საქართველოს აუქმებს ივანიშვილი!

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics