15:28 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-26 11:11:49, 416 ნახვა

საზოგადოება
ეკონომიკის სამინისტრო რუსთაველის გამზირზე რამდენიმე სტენდით არის წარმოდგენილი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და მის დაქვემდებარებაში შემავალი სსიპ–ები და შპს–ები, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით,  რუსთაველის გამზრიზე რამდენიმე სტენდით არის წარმოდგენილი. 
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, სტენდები  რუსთაველის # 1-ის მიმდებარე ტერიტორიაზეა განთავსებული და წარმოადგენენ საინფორმაციო და გასართობ კუთხეებს - მთისა და ბარის სპეციფიკით.
 დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გამოფენილია როგორც ტექნიკა, ასევე რობოტები და ქართული თამაშები.  მიმდებარე ტერიტორიას მუსიკალურად გააფორმებს საზღვაო აკადემიის ორკესტრი;
საკუთარი პროექტების პრეზენტაციებს მართავენ  სამინისტროს  სსიპ-ები და სახელმწიფო შპს-ები: მთის კურორტების განვითარების კომპანია, რომელიც მოაწყობს სპეცტექნიკის და ხელოვნური თოვლის პრეზენტაციას.
„ მსოფლიოში ქალაქის ტერიტორიაზე ამის პრეზენტაცია პირველად მოხდება. ამის სურვილი მთის კურორტების განვითარების კომპანიის პარტნიორმა, ხელოვნური თოვლის მწარმოებელმა, მსოფლიოში საუკეთესო იტალიურმა კომპანიამ გამოთქვა. აპარატურა, რომელიც რუსთაველის გამზირზეა წარმოდგენილი, წელს შეიქმნა და მისი ტესტირება და პრეზენტაცია პირველად სწორედ თბილისში მოხდება. შედეგად, თბილისში იქნება საგუნდაო და საციგურაო არეალი, რაც დამოუკიდებლობის დღეს დამატებითი ხალისს შესძენს“, – აცხადებენ უწყებაში. 
ასევე, მეწარმეობის განვითარების სააგენტოს სტენდზე გამოფენილია  სამთავრობო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ჩართული კომპანიების მიერ დამზადებული პროდუქცია.

საკუთარი პროექტების პრეზენტაციას ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოც მართავს. როგორც სამინისტროში აცხადებენ, აღნიშნული სსიპ წარმოადგენს საქართველოში პირველი ტექნოლოგიური პარკის სიმბოლიზაციას. სააგენტოს სივრცე პირობითად ხუთ სივრცედ არის დაყოფილი: FAB LAB-ის სიმულაცია. განთავსებულია  დაზგა დანადგარები (3D პრინტერები, სკანერი და ლაზერული მჭრელი); FAB LAB-ის  მიერ დამზადებული ნივთების შოურუმი; მიკროელექტრონიკის კუთხე, სადაც მოხდება სხვადასხვა ტიპის მოწყობილობების  დემონსტრაცია და მათზე მუშაობის ადგილზე სწავლება;  სუვენირების დამზადება ლაზერული მჭრელით. ასევე იმუშავებს საინფორმაციო სივრცე, სადაც წარმოდგენილი იქნება ტექნოპარკის ვირტუალური მოდელი ოკულუსზე, რომლის მორგებას და ხილვას ნებისმიერი მსურველი შეძლებს. განთავსებულია სტენდი, სადაც გამოქვეყნებულია ინფორმაცია სააგენტოს მიერ დაგეგმილი ღონისძიებების, ტრენინგებისა და კონკურსების შესახებ. ასევე იმუშავებს უფასო WIFI გამვლელებისთვის, განთავსებულია ინტერნეტიზაციის შესახებ გრაფიკული ვიდეო მონიტორზე და გაიმართება ორგანული არქიტექტურის მიმართულებით ინოვაციური ინსტალაციების გამოფენა. 

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების სტენდის დამთვალიერებელი აღმოჩნდება აეროპორტის  ტერმინალის  იმიტირებულ სივრცეში. აეროპორტების გაერთიანება   უამრავ გასართობ პროგრამას სთავაზობს როგორც ბავშვებს, ასევე უფროსებს.
საზღვაო აკადემია წარმოადგენს დიდ იალქნიან ნავს და სხვადასხვა სახის საზღვაო სიმულატორებს. სტენდთან იქნებიან ბენდი და მოცეკვავეები. 
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საკუთარი სტენდის დამთვალიერებლებს შესთავაზებს ვირტუალურ მოგზაურობას საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
III ა მიკრორაიონის N16 კორპუსთან საგზაო სამუშაოები სრულდება
თბილისში საერთაშორისო ეჯაილ სამიტის ჩატარებამდე ერთი დღე რჩება
ნადარეიშვილი - სწრაფი ეკონომიკური განვითარებისთვის ფუნდამენტურია, არსებობდეს დივერსიფიცირებული ფინანსური ინსტრუმენტები, რაც კაპიტალის ბაზრის განვითარებას მოაქვს
ჯიღაურას ბაზაზე, სოფლის განვითარების სააგენტოს თანამშრომლებისთვის ტრენინგები ჩატარდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics