04:55 - 18 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-26 11:45:41, 318 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე: პრობლემებს გადაწყვეტა სჭირდება და არა გაქცევა

„პრობლემებს გადაწყვეტა სჭირდება და არა გაქცევა“, – ასე შეაფასა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ვაშაძემ გოგა ხაჩიძის, გიორგო მელაძის, პავლე კუბლაშვილისა და ზურაბ ჯაფარიძის პარტიიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილება. 

მას უჭირს საუბარი, თუ რატომ მიიღეს მისმა თანაგუნდელებმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ წასვლის შესახებ გადაწყვეტილება. 

თუმცა, ვაშაძემ აქვე დასძინა, რომ კარგი მენეჯერები გარკვეულ რეოგრანიზაციას უმკლავდებიან, სუსტი მენეჯეერები კი მას ხანდახან გაურბიან.

"ხვალ გვექნება მათი ოფიციალური განცხადება.  მეც მაინტერესებს მათი მოტივაცია. ვწუხვარ, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღეს, რადგან ვფიქრობ, თუ პრობლემები არის, ამას სჭირდება მოვლა, გადაწყვეტა და არა გაქცევა. რაც შეეხება ზოგადად „ნაციონალურ მოძრაობას“,  ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას, ჩვენ ვართ ყველაზე დიდი პოლიტიკური ძალა, ერთადერთი ალტერნატივა „ქართული ოცნების“. გაკვეთილი აქედან ყველამ უნდა მიიღოს, მათ შორის „ნაციონალურმა მოძრაობამაც“  და სრულიად ახალი ტალღით უნდა დავიწყოთ საზოგადოებასთან მუშაობა, თავად „ნაციონალური მოძრაობის“ გარდაქმნა და ა.შ.  ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ცვლილებებზე, რომელიც საჭიროა.  ვსაუბრობთ გარკვეულ რეორგანიზაციაზე, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობაშია“  საჭირო, კარგი მენეჯერები ამას უკლავდებიან, სუსტი მენეჯერები ამას ხანდახან გაურბიან ხოლმე. ალბათ ეს არის ამ სიტუაციაში გადამწყვეტი. მე ძალიან ვწუხვარ, რომ ეს ხდება ახლა, როცა „ქართული ოცნების“  რეიტინგი ასე სწრაფად ეცემა, და „ნაციონალური  მოძრაობის“ რეიტინგი  იმატებს“, – აღნიშნა ვაშაძემ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პრეზიდენტი - პროვოკაციის და დაძაბვის დრო არაა!
შსს - სამართალდამცველებმა აქციაზე ადმინისტრაციული წესით 2 პირი დააკავეს
კახა კალაძე: ჩვენ გავაკეთებთ ჩვენს გასაკეთებელ საქმეს
კახა კალაძე: ყველა იბრძვის იმისათვის, რომ უცხოური გავლენები შეამციროს თავიანთ ქვეყნებში

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics