20:19 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-18 15:48:30, 2007 ნახვა

საზოგადოება
26 მაისს საქართველოს მასშტაბით ღონისძიებები გაიმართება

26 მაისს საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართება.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, წვევამდელების ფიცის დადების საზეიმო ცერემონია წელს ერთდროულად 6 ადგილზე  თბილისში, შინდისში, ვარძიაში, კოჯორში- ქოროღლის ციხესთან, დიდგორში და ბათუმში შედგება.

ფიცის დადების ცერემონიალს საფრანგეთიდან და ლიტვიდან მოწვეული ორკესტრები გააფორმებენ.

საქართველოს ჰიმნს  საოპერო მომღერალი ნინო მაჩაიძე ოპერის გუნდთან ერთად შეასრულებს.  ახალი ინტერპრეტაციით გაცოცხლდება ასევე პირველი რესპუბლიკის ჰიმნი „დიდება“.

მთელი დღის განმავლობაში რუსთაველის გამზირზე მოეწყობა შემეცნებით–გასართობი კუთხეები, მუსიკალურ–თეატრალური სცენები, ქართველ მეწარმეთა ბაზრობა, საბავშვო სივრცეები;  საქართველოს რეგიონებში დაგეგმილია კონცერტები, სამხედრო ტექნიკის გამოფენა, დღის გასართობი ღონისძიებები.

რუსთაველის გამზირზე მოეწყობა სოლიდარობის ფონდის კუთხე, სადაც გაყიდული პროდუქციიდან მიღებული თანხა ქველმოქმედებას მოხმარდება.

მნიშვნელოვანია, რომ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ორგანიზებაში ჩართულია როგორც სახელმწიფო, ისე, კერძო სექტორი - 100-ზე მეტი სტარტაპერი, ქართული და საერთაშორისო კომპანიები.

26 მაისს, განსაკუთრებულად საზეიმოდ აღინიშნება  17:10 საათი, ზუსტად ის დრო,  როდესაც  1918 წელს,  ნოე ჟორდანიამ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

თბილისში,  მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში  100 წლის წინანდელი მოვლენის თეატრალიზებული ინსცენირება გაიმართება. დამოუკიდებლობის აქტის გამოცხადების ღონისძიებას დაესწრებიან მაღალი რანგის სტუმრები.

რეგიონებში, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები კონცერტით დასრულდება. თბილისში დაგეგმილ გალა კონცერტზე კი, სპეციალურად ამ დღისთვის, 5 ცნობილი ქართველი კომპოზიტორის მიერ შექმნილი განსხვავებული ჟანრის ნამუშევრები შესრულდება.

პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დაგეგმილია საქართველოს შესახებ 100-ზე მეტი კულტურული ღონისძიება,  სამეცნიერო კონფერენცია, საჯარო ლექციათა ციკლი და საგაზეთო სტატიის მომზადება. საქართველოს დიპლომატიური  წარმომადგენლობები, მთელი წლის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოაწყობენ პირველ დემოკრატიული რესპუბლიკასთან დაკავშირებულ ისტორიულ ფოტოგამოფენებს, საქართველოს კულტურის, ტრადიციებისა და დემოკრატიული განვითარების ამსახველ ღონისძიებებს.

პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავს აღნიშნავს საზღვარგარეთ მცხოვრები ქართული  დიასპორა. მათი მონაწილეობით ასევე სხვადასხვა სახის კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიების გამართვა იგეგმება.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალს დაფინანსება შეუწყვიტა
ზელენსკი დონეცკის ოლქში ჩავიდა
ირაკლი ღარიბაშვილი 20 აპრილს შიდა ქართლის მხარის პარტიულ აქტივს შეხვდება
ოხანაშვილი „ნაცმოძრაობას“ - თქვენ ხართ ჩვენი გმირი მებრძოლების მოღალატეების პარტია

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics