11:57 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-26 13:44:39, 453 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი: ჩვენი შთამომავლები საქართველოს დიდ გამარჯვებას მოესწრებიან

„ჩვენ ვზეიმობთ მომავალ გამარჯვებებს, აქ მდგომნი და ჩვენი შთამომავლები  საქართველოს დიდ გამარჯვებას მოესწრებიან“,-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა   დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, თავისუფლების მოედანზე გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

მისივე თქმით,  დღეს  ქართველი ხალხი ქვეყნის მთავარ ღირებულებას თავისუფლებას ზეიმობს. 

„ნოე ჟორდანია საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე  ამბობდა, შეხვდით 26 მაისს და თქვენ  დაინახავთ რა ძალა აქვს თავისუფლებას.  საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია ამბობდა, რომ  თავისუფლებას ვერავის ვერ წაართმევ და დღეს ჩვენ ვზეიმობთ ამ დღეს.  დღეს ჩვენ ვზეიმობთ ამ დღეს 1918 წლის  26 მაისს. ჩვენ ვზეიმობთ ჩვენი მრავალსაუკუნოვანი  ისტორიის კიდევ ერთ გამარჯვებას,  ჩვენ ვზეიმობთ ამ დღეს მაშინ როდესაც  ქუჯი ერისთავმა და ფარნავაზმა  გადაწყვიტეს ერთიანი სახელმწიფოს შექმნა.  ჩვენ ვზეიმობთ ამ დღეს როდესაც ბაგრატ  მესამემ  გააერთინა საქართველო, ჩვენ ვზეიმობთ ამ დღეს,  როდესაც დავით აღმაშენებელმა  თბილისი გაათავისუფლა. ჩვენ  ვზეიმობთ ამ  დღეს, როდესაც  გიორგი ბრწყინვალემ კიდევ ერთხელ გააერთიანა  საქართველო“,-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 
პრეზიდენტმა მარგველაშვილმა საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაზე, ქართველ გმირებზე, ქვეყნის გამთლიანება და გაძლიერებაზე ისაუბრა. 
„ჩვენ  ვზეიმობთ ამ დღეს იმ ჩვენ დიდმამულიშვილებთან  ერთად, რომელთაც  მთავარი ღირებულება ჩვენი ქვეყნის თავისუფლებაა. მათ   ხატად გაიხადეს  და თავისი სიცოცხლე შესწირეს ამ უმნიშვნელოვანესი მიზნის მისაღწევად.  ამიტომ ამ დღეს ჩვენ ვზეიმობთ ჩვენი მრავალსაუკუნოვანი  სახელმწიფოს გრძელ ისტორიაში.  ისტორიაში, რომელიც  სიამაყით გვავსებს ჩვენ დღეს.  ჩვენ ქედს ვიხრით  იმ მამულიშვილების წინაშე, რომლებმაც  თავისი სიცოცხლე, თავისი მუშაობით, თავისი შემოქმედებით გახადა შესაძლებელი  დღევანდელი, თავისუფალი, დამოუკიდებელი  საქართველო. ამ დღისთვის არამარტო ჩვენი თაობა, არამედ  მრავალი ათასი თაობა იღვწოდა.  ჩვენ დღეს მადლობელი ვართ მათი. 
ამავე დროს ჩვენ ვზემობთ მომავალ გამარჯვებებს.  იმიტომ რომ დღეს აქ მდგომნი და ჩვენი შთამომავალნი  ჩვენი ქვეყნის დიდ გამარჯვებებს მოესწრებიან.  ჩვენი ქვეყნის სიძლიერეს მოესწრებიან,  გამთლიანებას კიდევ უფროი გაერთიანებას. კიდევ ერთხელ გილოცავთ  ამ უმნიშვნელოვანეს დღესასწაულს.  ღმერთი  ფარავდეს საქართველოს“, განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსთავში მასშტაბური, ეკოლოგიური პროექტი ხორციელდება.
სოფელ ქვემო გომში დასასვენებელი სკვერი შენდება
მიხეილ სარჯველაძე იტალიის ელჩს შეხვდა
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სამოქალაქო საზოგადოებასთან და ადგილობრივ თემებთან შეხვედრები მიმდინარეობს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics