08:44 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-26 17:08:37, 374 ნახვა

საზოგადოება
ეკონომიკის მინისტრმა საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. 

მისი განცხადებით, 26 მაისი არის დღე, რომელიც ძალიან ბევრი ადამიანის გმირობამ მოიტანა.
„პირველ რიგში, მინდა ყველას მივულოცო დამოუკიდებლობის დღე. ეს არის დღე, რომელიც ძალიან ბევრი ადამიანის გმირობამ მოიტანა. ის, რომ ჩვენ დღეს ვართ დამოუკიდებლები, საქართველო - მართლაც მშვენიერი და დამოუკიდებელი ქვეყანა, არის საუკუნეების განმავლობაში არა ერთი ადამიანის გმირობის შედეგი, მათ შორის ჩვენი უახლოესი ისტორიიდან. მინდა ვუსურვო ყველას დღეგრძელობა, ჯანმრთელობა და მშვიდობა“, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა. 
გიორგი კვირიკაშვილმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და მის დაქვემდებარებაში შემავალი სსიპ-ებისა და შპს-ების სტენდები შვილთან ერთად მოინახულა.
„თქვენ ნახეთ, რომ დღეს არის ძალიან ბევრი მიღწევა გამოფენილი. აქ არის უამრავი რამ, რაც დღეს კეთდება მეწარმეებისთვის, რიგითი ადამიანებისთვის, იმისათვის, რომ შეიქმნას ახალი საწარმოები, ადამიანები დასაქმდნენ და ოჯახები არჩინონ", - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა. 
მისი განცხადებით, საქართველოში უამრავი უნიჭიერესი ადამიანია და მთავრობის ვალია, რომ მათი ნიჭი იქნას რეალიზებული და ჰქონდეთ ის გასაქანი, რამაც მათ ოჯახებს უნდა მოუტანოს კეთილდღეობა.
რუსთაველის გამზირზე დამთვალიერებს საშუალება ჰქონდათ, გაცნობოდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და მის შემადგენლობაში შემავალი სსიპ-ებისა და შპს-ების საქმიანობის შედეგებს. მათ შორის, 
მთის კურორტების განვითარების კომპანიამ მოაწყო სპეცტექნიკის და ხელოვნური თოვლის პრეზენტაცია, რაც მსოფლიოში, თანამედროვე ქალაქის ტერიტორიაზე პირველად მოხდა. შესაბამისი აპარატურის ტესტირება სწორედ თბილისში განხორციელდა. შედეგად, საქართველოს დედაქალაქის მთავარ პროსპექტზე შეიქმნა საგუნდაო და საციგურაო არეალი, რამაც დამოუკიდებლობის დღეს დამატებითი ხალისი და დამთვალიერთა სიმრავლე შესძინა;
მეწარმეობის განვითარების სააგენტომ საკუთარი სტენდი სამთავრობო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მონაწილე კომპანიებს დაუთმო, რომლებმაც წარმოებული პროდუქცია გამოფინეს; 
ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ საქართველოში პირველი ტექნოლოგიური პარკის სიმბოლიზაცია წარადგინა. გამოფენილი იყო ფაბლაბის სიმულაცია. ასევე განთავსდა დაზგა-დანადგარები (3D პრინტერები, სკანერი და ლაზერული მჭრელი); წარმოდგენილი იყო ფაბლაბის მიერ დამზადებული ნივთების შოურუმი, ასევე მიკროელექტრონიკის კუთხე, სადაც მოხდა სხვადასხვა ტიპის მოწყობილობების დემონსტრაცია და სამუშაო პროცესის სწავლება; 
საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ წარმოადგინა აეროპორტის ტერმინალის იმიტირებული სივრცე, სადაც ყველა თაობის დამთვალიერებს საშუალება ჰქონდა გაცნობოდა აღნიშნული ორგანიზაციის საქმიანობას. 
საზღვაო აკადემიამ წარმოადგინა დიდი იალქნიანი ნავი და სხვადასხვა სახის საზღვაო სიმულატორები. 
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საკუთარი სტენდის დამათვალიერებს შესთავაზა ვირტუალური მოგზაურობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში. 
სახელმწიფო ჰიდროგრაფიის სამსახურმა საკუთარ სტენდზე განათავსა შუქურის ორმეტრიანი მაკეტი თავისი სანათით. დამთვალიერებს საშუალება ჰქონდა, ენახა საზღვაო რუკები, მათ შორის, როგორც ანაკლიის კანიონის რუკა, ისე წყალქვეშ სკანირებით ანაკლიის კანიონის გამოსახულება 3D ფორმატში.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტზე - ეს ინიციატივა ევროკავშირის ღირებულებებს ეწინააღმდეგება
სამხარაძე - კანონისთვის რუსულის დარქმევა არის დისკრედიტაციული პოლიტიკური მეტაფორა, რომელიც მიმართულია გამოიწვიოს საზოგადოების აღშფოთება
სამხარაძე BBC-ს ჟურნალისტს - კანონპროექტში არ არის ნახსენები სიტყვა „აგენტი,“ შესაბამისად, რაც ქალბატონმა პრეზიდენტმა თქვენთან ინტერვიუში ახსენა, სრული სიცრუეა
კასპის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელ-პედაგოგებისთვის 2 დღის განმავლობაში ტრენინგი მიმდინარეობდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics