17:38 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-26 21:04:13, 389 ნახვა

საზოგადოება
არჩილ ხაბაძე: ბათუმი ოლიმპიური თამაშების ისტორიაში ჩაეწერება

„ბათუმი ოლიმპიური თამაშების ისტორიაში ჩაეწერება“, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ ბათუმის აეროპორტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

არჩილ ხაბაძემ დამსწრე საზოგადოებას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

მისი თქმით, აჭარისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ „ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი თბილისი 2015-ს“ ჩირაღდანი ესტაფეტას ბათუმიდან დაიწყებს.

„მივესალმები მობრძანებულ ღრმად პატივცემულ სტუმრებს, დიდი სპორტის მოყვარულებს, ოლიმპიელებს, სპორტსმენებსა და მის ქომაგებს. ყველას, ვინც თვლის, რომ სპორტი აერთიანებს არა მარტო ცალკეულ ადამიანებს, არამედ ქალაქებს, ქვეყნებს, რეგიონებს, კონტინენტებსაც კი. პირველ რიგში გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! გისურვებთ ჩვენი ქვეყნის ძლიერებას, წინსვლას და გამთლიანებას! სიმბოლურია, რომ ამ უდიდეს ეროვნულ დღესასწაულზე აჭარაში ისტორიული მოვლენის მომსწრენი ვართ. ოლიმპიური თამაშების ისტორიაში საქართველო პირველად გახდა მასპინძელი ქვეყანა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონისთვის, რომ „ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი თბილისი 2015-ს“ ჩირაღდანი ესტაფეტას ბათუმიდან დაიწყებს და აჭარის მუნიციპალიტეტების შემოვლის შემდეგ საქართველოს სხვა რეგიონებში შევა. სპორტული წარმატების, მეგობრობის და პატივისცემის სიმბოლო - ოლიმპიური ცეცხლი აჭარაში მცირე დროს დაჰყოფს, მაგრამ ბათუმი ჩაეწერება ოლიმპიური თამაშების ისტორიაში და შეუერთდება იმ დიდ ქალაქთა რიცხვს, რომელიც 1928 წლიდან მასპინძლობდა მსოფლიო მასშტაბის ღონისძიებას. სასიხარულოა, რომ რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის მკვიდრს ექნება საშუალება პირადად იხილოს ჩირაღდანი. ჩირაღდნის ესტაფეტაში რამდენიმე ათეული ადგილობრივი, თვალსაჩინო წარმომადგენელია ჩართული. ოლიმპიადაში ჩართულობა კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს ჩვენს სიყვარულს სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმართ. ოლიმპიური ცეცხლი და მისი შთამბეჭდავი მოგზაურობა აჭარის რეგიონში, ისევე როგორც მთელს საქართველოში უდიდესი სიამაყე და მემკვიდრეობაა ჩვენი მომავალი თაობებისთვის“, - განაცხადა არჩილ ხაბაძემ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვოლსკი - არც ერთი ახალგაზრდა, ვინც აქციაზე იყო, არ იტყვის, რომ ხაბეიშვილს ბრძოლაში წაჰყვება
ოხანაშვილი ნატო ჩხეიძეს - ხომ გახსოვთ, სადაც იყავით, რა ჩამოიტანეთ ასეთი რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სიაში შეგიყვანათ?
ნარკოტიკული საშუალებების გასაღებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში 3 ბრალდებულს უვადო, ხოლო 2 ბრალდებულს 19 და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ხაბეიშვილი გომელაურს - კორუმპირებული ხართ - ცალ-ცალი ბოტებით მოხვედით და დღეს მილიონერი ხართ

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics