17:38 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-27 09:21:58, 567 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის მინისტრმა დამოუკიდებლობის დღე ავღანეთში ქართველ სამშვიდობოებთან ერთად აღნიშნა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა დამოუკიდებლობის დღე ავღანეთში, “მტკიცე მხარდაჭერის” მისიაში მონაწილე ქართველ სამშვიდობოებთან ერთად აღნიშნა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საზეიმო ღონისძიება ფარვანის პროვინციაში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე გაიმართა.

ცერემონიალი საქართველოს სახელმწიფო ჰიმნითა და ISAF-ის მისიაში დაღუპული გმირების პატივსაცემად წუთიერი დუმილით დაიწყო. თინათინ ხიდაშელმა IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მილოცვა გადასცა.

ღონისძიება დაჯილდოების ცერემონიით გაგრძელდა. საქართველოსა და აშშ-ს შორის სამხედრო თანამშრომლობის განვითარების საკითხებში შეტანილი წვლილისთვის, თინათინ ხიდაშელმა ქართული მეკავშირეთა ჯგუფის უფროსი, მაიორი ჯეიმს გეიგერი და მასტერ სერჟანტი სკოტ პერი მედლებით „გენერალი მაზნიაშვილი“ და „გენერალი კვინიტაძე“ დააჯილდოვა. საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, 30 ქართველ სამხედრო მოსამსახურეს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში დაკისრებული სამსახურეობრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად და მაღალხარისხიანად შესრულებისთვის მადლობის სიგელი გადაეცა. 43-ე ბატალიონის მეთაურის, ვიცე-პოლკოვნიკ ვიტალი ცხადაძის სახელით მადლობა გამოეცხადა კოალიციური ძალების 11 სამხედრო მოსამსახურეს.

ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე დავით ებრალიძე, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი რომან ჯოხაძე და კოალიციური ძალების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

ოფიციალური ცერემონიალის შემდეგ, სტუმრებისთვის მიღება გაიმართა. 43-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა ქართული ჭიდაობის ილეთები წარმოადგინეს.

ღონისძიებების დასასრულს, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა 43-ე ბატალიონს საჩუქრად საქართველოს სახელმწიფო დროშა გადასცა, ხოლო ქვედანაყოფის მეთაურმა თინათინ ხიდაშელს ბაგრამის საავიაციო ბაზაზე აღმართული საქართველოს სახელმწიფო დროშა უსახსოვრა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს-მა ქრთამის აღების ფაქტზე გადაუდებელი დახმარების ცენტრის 3 ყოფილი თანამშრომელი დააკავა
სააკაშვილი - უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისთვის დამატებითი უბნების გახსნის საკითხს მთლიანად ვუჭერ მხარს
კობახიძე პრეზიდენტზე - არ აქვს მორალური უფლება, ხვდებოდეს ცესკოს თავმჯდომარეს და საუბრობდეს არჩევნებზე
ტაჯიკეთში ტერორისტებთან კავშირში ეჭვმიტანილი ცხრა ადამიანი დააკავეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics