14:11 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-23 22:29:15, 1368 ნახვა

საზოგადოება
შსს თბილისის ცენტრალურ ქუჩებში ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებში ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, შეზღუდვები 26 მაისს, ღონისძიებების დასრულებისთანავე მოიხსნება.

„საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ თბილისში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 23 მაისს, 12:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა. კოტე აფხაზის და შალვა დადიანის ქუჩებიდან გამომავალი ტრანსპორტის ნაკადი იმოძრავებს პუშკინის ქუჩის მიმართულებით.

გადაკეტილია მარჯვენა სანაპიროდან ბარათაშვილის ქუჩაზე ამოსვლელი პანდუსი და ავტოსატრანსპორტო საშუალებებს მოძრაობა შეუძლიათ ვახტანგ გორგასლის ქუჩის მიმართულებით. ბარათაშვილის დაღმართიდან მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები კი, ბარათაშვილის ხიდზე გადასვლის შემდგომ, იმოძრავებენ მხოლოდ იუსტიციის სახლის მიმდებარედ ჩამსვლელ პანდუსზე, მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით.

23 მაისს, ღამის 03:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება თავისუფლების მოედანზე, კოტე აფხაზისა და შალვა დადიანის ქუჩებზე.

24 მაისს, 22:00 საათიდან მოძრაობა აიკრძალება თავისუფლების მოედანზე, ვარდების მოედანზე, რუსთაველის გამზირსა და მასზე გამომავალ ყველა ქუჩაზე.

საავტომობილო მოძრაობა აღდგება 26 მაისს, ღონისძიების დასრულებისთანავე“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კალაძე არსენალის მთის პროექტზე - 2011 წლიდან კომპანიაში არ ვარ, არანაირი შეხება და ინტერესი არ მაქვს
კალაძე - არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროკავშირის, როგორც კონკრეტული ევროპარლამენტარები
პრემიერი - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ე.წ. ლიბერალების თავდასხმის განსაკუთრებული სამიზნეა
ორბანი კობახიძეზე - ის არის მთავრობის მეთაური, რომელიც ქართულ პოლიტიკაში დიდ მოჭადრაკედ მიიჩნევა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics