17:49 - 28 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-24 09:55:52, 1247 ნახვა

საზოგადოება
დავით ქევხიშვილი ძიუდოისტებს შექმნილი ვითარების დასარეგულირებლად 5-პუნქტიან გეგმას სთავაზობს

საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტ დავით ქევხიშვილს ძიუდოისტებთან რამდენიმე შეთავაზება აქვს.

ქევხიშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე განცხადებას ავრცელებს და სინანულს გამოთქვამს იმის გამო, რაც ძიუდოს ფედერაციის გარშემო ხდება.

ქევხიშვილი აღნიშნავს, რომ მზად არის ნებისმიერ კითხვას  პასუხი  გასცეს და თუკი გამოიკვეთება სადმე მისი მხრიდან სპორტსმენებთან მიმართებაში რაიმე ხელის შეშლის მომენტი შეგნებულად თუ შეუგნებლად, პრეზიდენტის პოსტს დატოვებს.

ის პრობლემის მოსაგვარებლად, ძიუდოისტებს 5 პუნქტიან გეგმას სთავაზობს და  აცხადებს, რომ მისი ქმედებები პროცესების დარეგულირებისკენაა მიმართული. 

„კიდევ ერთხელ გამოვთქვამ სინანულს იმის გამო, რაც ძიუდოს ფედერაციის გარშემო ხდება. სრულად ვაცნობიერებ, რომ გულშემატკივართათვის ნაკლებად მნიშვნელოვანია მტყუან - მართლის ძიება. ჩემი ნებისმიერი ქმედება სწორედ რომ პროცესების დარეგულირებისკენაა მიმართული და არა საკუთარი თავის მართლად წარმოჩენისკენ. ამის გამოა, რომ ვსაუბრობ მხოლოდ ჩემი მისამართით გაჟღერებულ ბრალდებებზე, რისი ვალდებულებაც მაკისრია და მაქსიმალურად ვარიდებ თავს პროცესების კიდევ უფრო მეტ ესკალაციას. 

რა თქმა უნდა რთულია თემის რეგულირება, როდესაც ოპონენტები უარს ამბობენ დიალოგის რეჟიმში საკითხების განხილვაზე და მხოლოდ საჯაროდ, პრესის თანდასწრებით სურთ საუბარი. ამასობაში კი გადის დრო, დრო, რომლის თითოეული წამიც ძვირფასია კარსმომდგარ მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადების პროცესში.

სწორედ იმის გათვალისწინებით, რომ ჩემი პრინციპული პოზიცია, არ დავტოვო პრეზიდენტის პოსტი, არ გახდეს უსაფუძვლო, მაგრამ მაინც მიზეზი, გარკვეული სპორტსმენთათვის მოსამზადებელ პერიოდში ხელის შეშლის მე მათ საჯაროდ (მათსავე არჩეულ ფორმატში) ვთავაზობ შემდეგ წინადადებებს:

1. წარმოადგინეთ ნებისმიერი, პიროვნება რომელსაც თქვენ უცხადებთ ნდობას და რომელსაც ფიქრობთ, რომ შესწევს უნარი გაუძღვეს თქვენთან მიმართებაში მმართველობით პროცესს. ჩვენს მიერ იგი იქნება დანიშნული თანაშემწედ ნაკრებთან ურთიერთობის საკითხში, რა თქმა უნდა შესაბამისი ანაზღაურებით და უფლებებით;

2.წარმოადგინეთ ერთი მწვრთნელი, რომელიც ფიქრობთ, რომ იქნება ყველაზე უფრო მეტად თქვენთვის შედეგის მომტანი სამწვრთნელო პროცესის განხორციელების დროს. ჩვენს მიერ იგი იქნება დანიშნული ერთ-ერთ თანაშემწედ მთავარი მწვრთნელის, რომელსაც უახლოეს პერიოდში დავნიშნავთ;

3.ამით თქვენ გექნებათ საშუალებაა თქვენს მიერ წამოყენებულ კანდიდატებთან ერთად ჩაერთოთ იმ ძიუდოისტთა კონკურენცის პროცესში, რომელთაც ექნებათ პოტენციური შანსი მოხვდნენ მსოფლიოს ჩემპიონატზე; 

4.სწორედ თქვენს მიერ წამოყენებულ კანდიდატებთან ერთად იქნება დაგეგმილი ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რაც შეეხება თქვენთან მიმართებაში განსახორციელებელ სამწვრთნელო პროცესს, რა თქმა უნდა თქვენი და მათი პასუხისმგებლობის გათვალისწინებით;

5.მიუხედავად იმისა, ეს შეთავაზება გამოიღებს თუ არა შედეგს პროცესების დარეგურილების კუთხით, მე ვიღებ პასუხისმგებლობას, ყველა კითხვას, რომელიც იქნა დასმული ჩემი მისამართით, კიდევ ერთხელ გავცე პასუხი ნებისმიერი კომისიის ფორმატში და თუკი გამოიკვეთება სადმე ჩემი მხრიდან თქვენთან მიმართებაში რაიმე ხელის შეშლის მომენტი, შეგნებულად თუ შეუგნებლად, დავტოვო პრეზიდენტის პოსტი.

იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენ მოვნახავთ ძალას საკუთარ თავში, რათა დავდგეთ თვით საკუთარ თავზე მაღლა, რამეთუ ძიუდო პირველ რიგში არის არა მედლები და ჯილდოები, არამედ პატივისცემა გამოხატული ერთმანეთის მიმართ", - წერს დავით ქევხიშვილი. 

შეგახსენებთ, რომ უკვე რამდენიმე კვირაა ძიუდოისტების ნაწილი ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის გადადგომას ითხოვს. 








ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პროკურატურამ, ე.წ. ქოლ ცენტრის მეშვეობით დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, 2 პირს ბრალდება წარუდგინა
ირაკლი ქარქაშაძე - დაპირება, რომ გაზაფხულზე ქუთაისის აეროპორტის მგზავრებს ქალაქის ცენტრამდე ახალი ავტობუსები მოემსახურებოდა, შესრულებულია
როლანდ ბერიძე ქედის საჯარო სკოლაში სამედიცინო ოთახის გახსნის ღონისძიებას დაესწრო
EURO 2024-თან დაკავშირებით, საქართველოდან გერმანიის მიმართულებით ფრენების სიხშირე იზრდება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics