19:17 - 18 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-24 10:40:16, 1264 ნახვა

საზოგადოება
მერიის ინიციატივით, ელექტროავტობუსებისა და ელექტრომიკროავტობუსების იმპორტი დღგ-სგან უნდა გათავისუფლდეს

დედაქალაქის მერია ინიციატივით გამოდის, ელექტროავტობუსებისა და ელექტრომიკროავტობუსების იმპორტი და ადგილობრივი მიწოდება დამატებითი ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლდეს და შესაბამისი წინადადებით საქართველოს პარლამენტს მიმართავს.

ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ აღნიშნული საკითხი ფინანსთა მინისტრთან უკვე განხილულია.  

„მინდა გაგაცნოთ ჩვენი ახალი ინიციატივა, რომლის თაობაზე უკვე მქონდა საუბარი ფინანსთა მინისტრთან. ერთობლივად განვიხილეთ და შევჯერდით, რომ პარლამენტს შევთავაზოთ ჩვენი წინადადება ცვლილებებთან დაკავშირებით. გვინდა, რომ  ელექტროავტობუსები და ელექტრომიკროავტობუსები დამატებითი ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლდეს იმპორტისა და ადგილობრივი მიწოდების შემთხვევაში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერი დარწმუნებულია, რომ აღნიშნულ ინიციატივას საკანონმდებლო ორგანო მხარს დაუჭერს. 

„აღნიშნული გადაწყვეტილებით ჩვენ ხელს შევუწყობთ ბაზარზე ელექტროავტობუსებისა და ელექტრომიკროავტობუსების წილის ზრდას, როგორც იმპორტის თვალსაზრისით, ასევე, ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობის მიზნით. ეს ჩვენი მხრიდან ძალიან სწორი და მნიშვნელოვანი ნაბიჯია. დარწმუნებული ვარ, რომ პარლამენტში ამ საკითხს განიხილავენ და დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, - აღნიშნა თბილისის მერმა. 

 

 

(NS)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მელია - რუსებს ჰგონიათ, რომ თუ შეგვიყვანენ რამდენიმე ეტაპიან ბრძოლაში, დავიღლებით, დავიბნევით და დავიფანტებით - პირიქით
„ადგილობრივ დონეზე ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება/ხელშეწყობა“ პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო
მოლდოვის საგარეო მინისტრი - კიშინეუ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე ყოყმანობს - ამან, შესაძლოა, ნეგატიური რეაქცია გამოიწვიოს
ჰანკე ბრუინს სლოტი - ეს კანონი არ ასახავს ევროკავშირის სტანდარტებს და შეიძლება საქართველოს EU-ის გზა დააზიანოს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics