06:40 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-24 11:15:19, 1131 ნახვა

საზოგადოება
თბილისში ცხოველთა კვებისთვის განკუთვნილი და პოლიეთილენის ბოთლების შემგროვებელი აპარატები განთავსდება

დედაქალაქის მერია პლატფორმაზე - „შენი იდეა ქალაქის მერს“ შესული რამდენიმე საინტერესო იდეის განხორციელებაზე მუშაობას იწყებს, რომელთა შორის ქალაქში ცხოველთა კვებისთვის განკუთვნილი და პოლიეთილენის ბოთლების შემგროვებელი აპარატების განთავსებაა.   

აღნიშნული იდეების შესახებ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ისაუბრა. 

„სულ ცოტა ხნის წინ წამოვიწყეთ ახალი პროექტი,  შევქმენით პლატფორმა - „შენი იდეა ქალაქის მერს“, სადაც დედაქალაქის მოსახლეობას მივეცით შესაძლებლობა, რომ თავიანთი ხედვები, იდეები, პროექტები წარმოადგინონ, თუ რისი განხორციელებაა შესაძლებელი ჩვენს ქალაქში. აქტიურობა ძალიან დიდია.  ამჟამად, ათი იდეაა განხილვის პროცესში და მათგან ორის შესახებ უკვე დადებითი გადაწყვეტილებაა მიღებული. მათ შორის, ერთ-ერთი იდეაა სხვადასხვა ლოკაციაზე ცხოველთა კვებისთვის განკუთვნილი აპარატების დაყენება“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

მისივე თქმით, აღნიშნული იდეის განხორციელება მიმდინარე წელს იგეგმება.  აპარატების მოვლასა და ექსპლოატაციას კი, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო უზრუნველყოფს. 

„გარდა იმისა, რომ იდეა ცხოველებზე ზრუნვითაა განპირობებული, კიდევ ერთი დადებითი მხარე აქვს - ცხოველების კვებაში მეტი მოქალაქე ჩაერთვება. ძალიან  მიხარია, რომ ასეთი აქტიურობა ფიქსირდება. კიდევ ერთი საინტერესო იდეა, რომელსაც სიამოვნებით ვაქცევთ რეალობად, პოლიეთილენის ბოთლების შემაგროვებელი აპარატების დაყენებაა. ეს იდეა ნარჩენების მართვის იმ სტრატეგიასთან თანხვედრაშია, რომელიც მუნიციპალიტეტს და ზოგადად, ქვეყანას ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებიდან გამომდინარე აქვს“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა“, - აღნიშნა კახა კალაძემ. 

მისივე თქმით, თბილისის მერიამ აღნიშნულ იდეაზე მუშაობა უკვე დაიწყო და კერძო სექტორთან თანამშრომლობით, პოლიეთილენის შემგროვებელი აპარატები ეტაპობრივად, ყველა რაიონში დამონტაჟდება. 

„კერძო სექტორთან თანამშრომლობით, რომელსაც სურს, რომ პოლიეთილენის ბოთლები გადაამუშაოს, თბილისის მასშტაბით, ყველა რაიონში ეტაპობრივად უზრუნველვყოთ ამ კატეგორიის ნარჩენების შემგროვებელი ურნების დამონტაჟებას. მგონია, რომ მართლაც ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტია“, - განაცხადა კახა კალაძემ. 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთის საგამოძიებო - Crocus City Hall-ზე მომხდარ ტერაქტთან უკრაინელი ნაციონალისტების კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება მოვიპოვეთ
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასა და გადამზიდველთა შორის შეთანხმება შედგა
ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი
ზელენსკი - მაისი-ივნისში რუსეთი მორიგ მასიურ შეტევას ამზადებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics