01:02 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-24 12:00:26, 1240 ნახვა

საზოგადოება
თბილისის საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია დაიწყო

დღეს 12:00 საათზე თბილისის საზაფხულო ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია დაიწყო. რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება ელექტრონულად თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე: www.kids.org.ge. საზაფხულო ბაღების სერვისს წელს 13 000 აღსაზრდელი დედაქალაქის 40 საბავშვო ბაღში მიიღებს.

დღეს ვებგვერდზე იმუშავებს მხოლოდ საზაფხულო ბაღების რეგისტრაციის ფორმა, სადაც აპლიკანტებმა უნდა შეავსონ სავალდებულო ველები სასურველი რაიონის, საბავშვო ბაღის, ასაკობრივი ჯგუფის, ასევე, აღსაზრდელისა და მშობლის პირადი მონაცემებისა და საკონტაქტო ინფორმაციის შესახებ. რეგისტრაცია  ვაკანტური ადგილების შევსებამდე გაგრძელდება.

საზაფხულო ბაგა-ბაღებში რეგისტრირებული აღსაზრდელები მომსახურებას  მხოლოდ მიმდინარე წლის ივლისის თვეში მიიღებენ და აღნიშნული რეგისტრაცია არ ეხება 2018-2019 სააღმზრდელო წელს. 

თბილისში საზაფხულო ბაღები 2018 წლის 2 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით იმუშავებს შემდეგ ბაგა-ბაღებში:

გლდანის რაიონი - N153, N48 N205, N216, N186

დიდუბის რაიონი - N11, N92, N23, N15.

ვაკის რაიონი - N1, N27, N142, N83, ბაგა-ბაღი „ჩიორა“.

ისნის რაიონი -N202 , N29, N26, N215, N182.

კრწანისის რაიონი -N51, N206.

მთაწმინდის რაიონი - N170, N152, N162

ნაძალადევის რაიონი - N9, N79, N60, N143, N80.

საბურთალოს რაიონი - N197, N171, N112.

სამგორის რაიონი - N128, N12, N210, N45. N196, N72.

ჩუღურეთის რაიონი - N34, N5..

 

(NS)

 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
დედაქალაქში საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება - მოქალაქეებმა გზის სავალი ნაწილი კვლავ გადაკეტეს [ვიდეო]
სტოლტენბერგი - ნატოს ქვეყნები უკრაინაში მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნაზე შეთანხმდნენ
სააკაშვილი - რუსულ ოფშორულ ფულს თან კრიმინალი და სიღარიბე მოჰყვება - ქვეყანას პირდაპირ სანქციები დაემუქრება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics