10:42 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-24 14:13:15, 1593 ნახვა

პოლიტიკა
თბილისს 26 მაისს პოლონეთის პრეზიდენტი ეწვევა

საქართველოს პრეზიდენტსა და პოლონეთის პრეზიდენტს შორის დღეს სატელეფონო საუბარი შედგა, რომელზეც გიორგი მარგველაშვილმა და ანდჟეი დუდამ საქართველოში ვიზიტის დეტალები და საქართველო პოლონეთის ურთიერთობების მნიშვნელოვანი ასპექტები განიხილეს.

ანდჟეი დუდა თბილისში, 26 მაისს საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღინისძიებებში მიიღებს მონაწილეობას დაქართველ ხალხს დამოუკიდებლობის ეროვნულ დღესასწაულს მიულოცავს.

გიორგი მარგველაშვილმა პოლონეთის პრეზიდენტთან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და რეგიონში არსებული უსაფრთხოებისგარემო განიხილა და მადლობა გადაუხადა ანდჟეი დუდას გაეროში მიმდინარე განხილვებში საქართველოს მხარდაჭერისათვის, რომელიც საქართველოსტერიტორიული მთლიანობის, ოკუპაციასა და უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით შედგა.

„უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პრობლემატიკაზე გაეროს უმაღლესი ტრიბუნიდან  დაფიქსირდა საქართველოს მხარდაჭერა მისი მეგობარი დაპარტნიორი ქვეყნის პოლონეთისაგან“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა სატელეფონო საუბრისას.

პოლონეთისა და საქართველოს პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბრისას ნატო- ს მომავალი სამიტის სამზადისი განიხილეს.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Reuters - ისრაელის ალეპოზე საჰაერო თავდასხმას 38 ადამიანი, მათ შორის „ჰეზბოლას“ 5 წევრი ემსხვერპლა
Moodys-მა „ლიბერთი ბანკის“ გრძელვადიანი პერსპექტივა სტაბილურამდე გააუმჯობესა
სამხრეთ აფრიკაში ავტოავარიას 45 ადამიანი ემსხვერპლა
კობახიძე - საქართველოს რელიგიური მრავალფეროვნება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სიმდიდრეა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics