04:02 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-24 14:57:03, 1604 ნახვა

სამართალი
მთავარი პროკურორი ხორავაზე მოკლული დავით სარალიძის მამასთან შეხვედრის მზადყოფნას გამოთქვამს

საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე მზადაა, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამას შეხვდეს და მის ყველა კითხვებს ამომწურავი პასუხი გასცეს.

შოთაძემ ხორავაზე მოკლული მოზარდების ოჯახებს სამძიმარი კიდევ ერთხელ გამოუცხადა და აღნიშნა, რომ საქმეზე პროკურატურამ განახორციელა ყველა საგამოძიებო მოქმედება, რაც შესაძლებელი იყო.

„პროკურატურა არის დაზარალებულების გვერდში ნებისმიერ სისხლის სამართლის საქმეზე. ვუსამძიმრებთ დადუნაშვილების და სარალიძეების ოჯახს და ვართ მათ გვერდში. მინდა გითხრათ, რომ საქართველოს პროკურატურამ განახორციელა ყველა საპროცესო და საგამოძიებო მოქმედება, რაც შეიძლებოდა ამ საქმეებზე განხორციელებულიყო. მე პირადად მზად ვარ, შევხვდე ბატონ სარალიძეს და გავცე ნებისმიერ კითხვაზე მას პასუხი. სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებულია ხუთი პირის მიმართ დანაშაულის დაფარვის ფაქტზე, რაზეც საზოგადოებას ეცნობა და მიეწოდა დეტალური ინფორმაცია. ასევე  ამ ფაქტზე ინფორმირებულები არიან დაზარალებული გამოძიების შედეგების და მიმდინარეობის შესახებ“, - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

შეგახსენებთ, გასული წლის პირველ დეკემბერს, თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის ურთიერთშელაპარაკებისას ორი მოზარდი დაიჭრა. ერთ-ერთი საავადმყოფოში მიყვანამდე გზაში გარდაიცვალა, ხოლო მეორე მოზარდი - ინციდენტიდან მეორე დღეს. მკლელობის ბრალდებით ორი არასრულწლოვანია დაპატიმრებული, 5 პირი კი, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის პასუხისგებაშია მიცემული.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთის საგამოძიებო - Crocus City Hall-ზე მომხდარ ტერაქტთან უკრაინელი ნაციონალისტების კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება მოვიპოვეთ
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასა და გადამზიდველთა შორის შეთანხმება შედგა
ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი
ზელენსკი - მაისი-ივნისში რუსეთი მორიგ მასიურ შეტევას ამზადებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics