16:19 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-24 15:06:19, 1688 ნახვა

სამართალი
შოთაძე - არც ერთი მტკიცებულება არ არის მოპოვებული, რომელიც მირზა სუბელიანის მიერ რაიმე დანაშაულის ჩადენას ადასტურებს

„მირზა სუბელიანის მიერ სისხლის სამართლის რაიმე დანაშაულის შესაძლო ჩადენასთან დაკავშირებით, არც ერთი მტკიცებულება არ მოიპოვება“, - ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან განმარტა, საქმეზე დანაშაულის დაფარვასთან დაკავშირებით სრულყოფილი გამოძიებაა ჩატარებული.

„რაც შეეხება დანაშაულის დაფარვას, ამ მიმართულებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ სრულყოფილი გამოძიება ჩაატარა. სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებულია ხუთი პირის მიმართ დანაშაულის დაფარვის ფაქტზე, რაზეც საზოგადოებას ეცნობა და მიეწოდა დეტალური ინფორმაცია. ასევე  ამ ფაქტზე ინფორმირებულები არიან დაზარალებული გამოძიების შედეგების და მიმდინარეობის შესახებ. არც ერთი მტკიცებულება ამ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება მირზა სუბელიანის მიერ რაიმე სისხლის სამართლის დანაშაულის შესაძლო დანაშაულის ფაქტზე“, - განცხადა შოთაძემ.

რაც შეეხება „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ კადრებს, რომელიც მკვლელობის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზეა გადაღებული, შოთაძემ აღნიშნა, რომ ეს კადრები გამოძიებამ იმავე დღეს ამოიღო.

„ის ვიდეო ჩანაწერი კი, რომელიც „რუსთავი 2“-მა გაავრცელა, გამოძიების პროცესში იქნა მოპოვებული გამოძიების მიერ და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მტკიცებულება, რაც დაედო საფუძვლად იმ ხუთი პირის მიმართ ბრალდებას, იყო სწორედ ეს ვიდეოჩანაწერი. შესაბამისად, ამ ვიდეოჩანაწერის საზოგადოებისთვის ისე მიწოდება, თითქოს ეს რაღაც ახალია და გამოძიება ამის შესახებ არ იყო, არის სიცრუე. არასდროს არ ამბობთ, რომ მირზა სუბელიანის ოჯახის 3 წევრი პროკურატურამ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა დანაშაულის დაფარვის ფაქტზე, რაზეც შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვება გახდა შესაძლებელი“, - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

შეგახსენებთ,  გასული წლის პირველ დეკემბერს, თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის ურთიერთშელაპარაკებისას ორი მოზარდი დაიჭრა. ერთ-ერთი საავადმყოფოში მიყვანამდე გზაში გარდაიცვალა, ხოლო მეორე მოზარდი - ინციდენტიდან მეორე დღეს. მკლელობის ბრალდებით ორი არასრულწლოვანია დაპატიმრებული, 5 პირი კი, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის პასუხისგებაშია მიცემული.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ღარიბაშვილი - თუ იმ დროისთვის, როცა ქვეყანა იქნება მზად, გახდეს ევროკავშირის წევრი, ძალიან მარტივად შეიძლება ამ კანონის გაუქმება
ღარიბაშვილი - გამჭირვალობას ვინც ეწინააღმდეგება, არაფერი აქვს საერთო დემოკრატიასთან
უკრაინაში სამხედრო დახმარებისთვის, სლოვაკეთის მოქალაქეებმა ორ მილიონ ევროზე მეტი შეაგროვეს
EBA - კანონპროექტი შეიცავს უცხოელი ინვესტორების მიმართ ნეგატიური სტერეოტიპების გამყარების და ინვესტიციების შემცირების რისკს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics