00:38 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-27 09:58:13, 311 ნახვა

საზოგადოება
ვეფხვის მიერ დაგლეჯილ ქალს ხელის ამპუტაცია ჩაუტარდა

თბილისის ზოოპარკის მომვლელ გულიკო ჭიტაძეს, რომელიც ვეფხვმა დაგლიჯა, ხელის ამპუტაცია ჩაუტარდა.

ექიმები ქალბატონისთვის ქვედა კიდურის შენარჩუნებას ცდილობენ.

ზოოპარკის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქალბატონის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

„ბოლო მონაცემებით ამგვარი ვითარებაა: ოპერაცია დასრულდა. სამწუხაროდ ხელის შენარჩუნება ვერ მოხერხდა და მისი ამპუტაცია გახდა საჭირო. ძალიან ღრმა ჭრილობებია ფეხზეც, თუმცა თუ ინფექცია არ განვითარდება, ფეხის შენარჩუნება შესაძლებელი იქნება. სერიოზული დაზიანებებია ტანის არეშიც. ამჟამად მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. სიცოცხლისთვის ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა, რადგან არსებობს ინფექციის გავრცელების რისკი. ამ ეტაპზე ყველა აუცილებელი პროცედურა ჩატარებულია. პაციენტს უტარდება მკურნალობა შესაბამისი მედიკამენტებით“, - ნათქვამია ზოოპარკის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, გუშინ, დაახლოებით 17:00 საათზე თბილისის ზოოპარკის მთავარი ძიძა-მომვლელი გულიკო ჭიტაძე ვეფხვმა დააზიანა. ინციდენტი იმ მომენტში მოხდა, როდესაც ის ცხოველის ვოლიერის გისოსებთან, მომვლელების სამუშაო ზონაში იმყოფებოდა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics