2015-05-27 10:12:51, 313 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: ქვეყნის მიღმა უზარმაზარი ინტელექტუალური პოტენციალი გვაქვს
"ქვეყნის მიღმა უზარმაზარი ინტელექტუალური პოტენციალი გვაქვს. ჩვენ გვყავს ძალიან წარმატებული ბიზნესმენები, ექიმები, პროფესორები, ფიზიკოსები, მათემატიკოსები, სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები. ჩვენი ხელისუფლების კარი მათთვის არის ღია, ეს მათი სამშობლოა," - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს დიასპორის დღისადმი მიძღვნილ პირველ პროფესიულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ღონისძიება პრემიერმა გახსნა. "ჩვენ 77 სტუდენტი საუკეთესოთა შორის ავარჩიეთ და გავუშვით საზღვარგარეთ საუკეთესო უნივერსიტეტებში. მე მათთან გავაფორმე ხელშეკრულება. ისინი არიან ვალდებული დაბრუნდნენ სამშობლოში და ემსახურონ ჩვენს ქვეყანას და საკუთარი ცოდნა და გამოცდილება, რა თქმა უნდა, მოახმარონ ჩვენს სამშობლოს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, ამ პროგრამით საზღვარგარეთ წელს კიდევ 115 სტუდენტის გაგზავნა იგეგმება, თუმცა ისინი ვალდებული არიან, კვლავ საქართველოში დაბრუნდნენ. ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმაც.ფორუმს საზღვარგარეთ მოქმედი დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან. ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან |
ომი უკრაინაშიზელენსკი - ოკუპანტი შეეცდება, გააძლიეროს თავდასხმითი და შეტევითი მოქმედებები - ჩვენ ვუპასუხებთ
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 455 340-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 454 420-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა - ვიდეო
მთავარი თემა
|