01:52 - 02 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-24 17:38:08, 1575 ნახვა

საზოგადოება
საქართველო მე-7 ადგილზეა იმ ქვეყნების სიაში, რომლებიც საბანკო მავნე პროგრამების თავდასხმას განიცდიან

2018 წლის იანვარ-მარტში მომხმარებელთა 1.4%  პროცენტი  იდგა იმის საშიშროების ქვეშ, რომ მათი მოწყობილობები ინფიცირებულიყვნენ  საბანკო მავნე პროგრამებით. ამიტომაც  მაჩვენებლებში ქვეყანამ დაიჭირა მე-7-ე ადგილი, მაშინ როცა 2017 წელში საქართველო არ შედიოდა საბანკო მავნე პროგრამებით  შეტევადაქვემდებარებული ქვეყნების  ათეულშიც კი.

ამის შესახებ მოწმობს კომპანია „კასპერსკის ლაბორატორიის“ მონაცემები, რომლებიც მიღებული იქნა Kaspersky Security Network (KSN) დახმარებით:

მსოფლიოს მასშტაბით მომხმარებლებზე თავდასხმის ლიდერი საბანკო მავნე პროგრამებს შორის იყო ტროიანული  ოჯახის პროგრამები  ZeuS (ან Zbot) ოჯახი, რომელზეც მოდის იფიცირების მცდელობების 28% -ი, შემდეგ მოდის გამომძალველი-საბანკო ტროიანული  ოჯახი Nymaim - 20.3%, შემდეგ კი Caphaw (15.2%) და ბოლოს  SpyEye (11.9%), სხვა მავნე პროგრამათა წილი (ძირითადად ტროიანული პროგრამების) 5% -ზე ნაკლებია.

„ის, რომ საქართველო მოხვდა საფრთხეშემცველი პროგრამებით ინფიცირების მცდელობის  მაღალი მაჩვენებლების მქონე ქვეყნების სიაში, გასაკვირი არ არის: ბოროტმოქმედები არა თუ ხვეწენ სხვისი ფულებით გამოკვებულ  თავიანთ  ტექნოლოგიებს, არამედ აფართოებენ კიბერმოღვაწეობის გეოგრაფიულ არეალსაც. მათგან თავის დაცვა და  დანაკარგების შემცირება  შიძლება მხოლოდ ინფორმაციული უსაფრთხოების წესების დაცვით, როგორც ინდივიდიალურ, ასევე  კორპორატიულ სფეროში.  ხოლო ამ წესებიდან მთავარია მოწყობილობებზე და კომპიუტერულ ქსელებში ეფექტური და მუდმივად განახლებული ანტივირუსული პროგრამებისა და სხვა ინფორმაციული უსაფრთხოების გადაწყვეტილებების დაყენება და მუდმივი განახლება“,  - აღნიშნავს „კასპერსკის ლაბორატორიის“  კიბერუსაფრთხოების ექსპერტი და „კასპერსკის ლაბორატორიის“ წარმომადგენელი  საქართველოსა და სომხეთში არმენ კარაპეტიანი. 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჯანდაცვა - აქციაზე დაშავებული 8 სამოქალაქო პირის ჰოსპიტალიზაცია განხორციელდა
მამუკა მდინარაძე ლევან ხაბეიშვილზე - რაც არ უნდა მიუღებელი იყოს პოლიტიკოსი, მისი დაზიანებული სახის ყურება არის ძალიან უსიამოვნო, მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ მას არ დაესხნენ თავს, ის თვითონ იყო თავდასხმის ინიციატორი
მამუკა მდინარაძე - რასაც ვხედავთ, არის ვანდალიზმი, შეტევაზე გადასვლა და სუფთა პროვოკაცია
თბილისის ორივე სანაპირო გადაკეეტილია

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics