21:36 - 24 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-24 19:21:50, 1474 ნახვა

საზოგადოება
გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

შტაინმაიერის მისალოცი წერილი პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მიიღო:

"თქვენ და საქართველოს მოქალაქეებს ჩემი თანამემამულეების სახელით და პირადად მე გულითადად გილოცავთ საქართველოს ეროვნულ დღესასწაულს - 26 მაისს.

წელს ეს დღესასწაული თქვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებულია, რადგან სწორედ, წელს სრულდება 100 წელი საქართველოს პირველი რესპუბლიკის დაარსებიდან.

გერმანია და საქართველო ძალიან დიდი ხანია მეგობრულად და მჭიდროდ არიან ერთმანეთთან დაკავშირებულნი, რაშიც ასევე წვლილი მიუძღვით გერმანელ ემიგრანტებს, რომლებიც 200 წლის წინ თქვენს ქვეყანაში ჩამოვიდნენ.

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ წარმატებით გავაგრძელებთ მოღვაწეობას ჩვენი ბრწყინვალე ურთიერთობების გაღრმავებისთვის პოლიტიკის, ეკონომიკისა თუ კულტურის სფეროებში.

ამ საქმეში თავის წვლილს შეიტანს საქართველოს წარდგენა საპატიო სტუმრის სტატუსით ფრანკფურტის წიგნების ბაზრობაზე მიმდინარე წლის შემოდგომაზე, ისევე როგორც ეს მოხდა გერმანია-საქართველოს წლის ფარგლებში 2017 წელს.

მისი პირველი დამოუკიდებლობის შემდეგ საქართველომ ცვალებადი ისტორია გაიარა. მოხარული ვარ, რომ თქვენმა ქვეყანამ გასულ წლებში წარმატებით გააგრძელა პოლიტიკური და ეკონომიკური კონსოლიდაციისა და ევროპასთან დაახლოების გზა.

გერმანია მომავალშიც დაეხმარება საქართველოს მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელებაში.

პირადად თქვენ გისურვებთ ჯანმრთელობასა და კარგად ყოფნას, საქართველოს კი ვუსურვებ მშვიდობას, თავისუფლებას, ერთიანობასა და კეთილდღეობას", - აღნიშნულია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტის წერილში.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბორელი - მოვუწოდებ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, გაიწვიონ კანონპროექტი და ქვეყანას ევროპული გზიდან არ გადაახვევინონ
რიში სუნაკი და ოლაფ შოლცი თავდაცვის სფეროში მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ
ხასაია - მიუხედავად ყველაფრისა, 2600 ლარით დამაჯარიმეს- სპექტაკლი დასრულებულია
ჯო ბაიდენმა უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დახმარების კანონპროექტს ხელი მოაწერა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics