22:36 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-27 11:25:30, 414 ნახვა

პოლიტიკა
ენმ-ის ყოფილი წევრები: "ნაციონალურმა მოძრაობამ" მესამე გამოცდა ვერ ჩააბარა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრები პარტიიდან წასვლის მიზეზებს განმარტავენ. როგორც მათ განცხადებაშია ნათქვამი, არსებობს რეალური საფრთხე, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში  უმრავლესობით პრო-რუსული ძალები მოვიდნენ. მათივე თქმით, ამ რეალობის შეცვლის შანსი "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" ჰქონდა, თუმცა მან 3 გამოცდიდან, ბოლო ვერ ჩააბარა.

"ჩვენ ვხედავთ რეალურ საფრთხეს, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში უმრავლესობით მოვიდნენ ღიად ან ფაქტობრივად პრო-რუსული ძალები. ამ რეალობის შეცვლის შანსი ჰქონდა მხოლოდ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, ოპოზიციურ ძალას, რომელმაც გაუძლო წარმოუდგენელ წნეხს ოლიგარქის მარიონეტი მთავრობის მხრიდან, გადარჩა და აგრძელებს ბრძოლას. ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ ჩააბარა ორი უმნიშვნელოვანესი გამოცდა: 1. მშვიდობით გადააბარა ხელისუფლება დემოკრატიულ არჩევნებში გამარჯვებულ პოლიტიკურ ძალას და 2. არ დაიშალა, გადარჩა და შედგა როგორც ძლიერი, კომპეტენტური ოპოზიციური ძალა. პოლიტიკური ძალის გადარჩენა მნიშვნელოვანია, მაგრამ არასაკმარისი მიზნის მისაღწევად. გამარჯვებისათვის საჭიროა პოლიტიკური მოძრაობის სრული განახლება და მეტი გახსნილობა. ეს ერთადერთი პირობაა საზოგადოების ნდობის დასაბრუნებლად. მარცხზე პასუხისმგებლობის აღება და პოლიტიკური მოძრაობის განახლება დამკვიდრებული პრაქტიკაა განვითარებული დემოკრატიის ქვეყნებში. მესამე გამოცდა ენმ-ამ ვერ ჩააბარა. არადა სწორედ ეს არის დღეს საზოგადოების დიდი ნაწილის დაკვეთა. ჩვენთვის არასოდეს ყოფილა მოტივაცია 2016 წლის არჩევნებში საპარლამენტო მანდატის მიღების იმედი (რაც, ჩემთვის, როგორც პარტიის აღმასრულებელი მდივნისთვის სავარაუდოდ გარანტირებული იყო). მეტიც, ჩემთან ერთად ენმ-იდან წამოსული არც ერთი კოლეგა არ აპირებს 2016 წლის არჩევნებში საპარლამენტო მანდატისთვის ბრძოლას, რადგან სჯერა რომ საზოგადოება სიახლეს ითხოვს",-ნათქვამია განცხადებაში.

"ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრები იმასაც განმარტავენ, თუ რატომ დატოვეს პარტია მაინცდამაინც ახლა.

 "რატომ ახლა და არა ადრე? 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო რომ პოლიტიკურ სპექტრში გადარჩენილიყო პოლიტიკური ოპოზიცია, რომელიც ღიად და მკაფიოდ დაუპირისპირდებოდა ქვეყნის მმართველ ოლიგარქს. განვლილი წლები იყო ძალიან რთული. ამ წლებში ჩვენ არსად გავქცეულვართ, არ დავღლილვართ და პრაქტიკულად ყოველთვის ვიყავით ბრძოლის წინა ხაზზე. არც ერთ ჩვენგანს, არც ერთხელ არ მოსვლია აზრად რომ ამ პერიოდში მიეტოვებინა ბრძოლის ველი სიმშვიდის თუ კეთილდღეობის სანაცვლოდ. ჩვენ არც ახლა გავდივართ ბრძოლის ველიდან. ჩვენ ვართ იგივე პოზიციებზე, რაზეც აქამდე ვიდექით და გვყავს იგივე მოწინააღმდეგე - ტყუილებით ხელისუფლებაში მოსული ოლიგარქი, რომელმაც ქვეყანა კრიზისამდე მიიყვანა. მაგრამ დღევანდელი რეალობა არის განსხვავებული, 1.5 წელიწადში არის საპარლამენტო არჩევნები და სწორედ ამ მოწინააღმდეგის დასამარცხებლად საჭიროდ მიგვაჩნია პოლიტიკური სპექტრის ახლებურად გადანაწილება",-ნათქვამია "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრების განცხადებაში.

ცნობისთვის, პარტია სულ 4-მა ადამიანმა- გოგა ხაჩიძემ, ზურაბ ჯაფარიძემ, გიორგი მელაძემ, პავლე კუბლაშვილმა დატოვა. ისინი ახალი პოლიტიკური ცენტრის შექმნას გეგმავენ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს
ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია
თურქული მედია - ერდოღანმა 9 მაისისთვის ვაშინგტონში დაგეგმილი ვიზიტი გადადო

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics