01:15 - 24 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-27 13:49:53, 436 ნახვა

საზოგადოება
ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის დახურვის ცერემონია გაიმართა

ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის - "საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიის შესაძლებლობების გაძლიერება" დახურვის ცერემონია გაიმართა.

ღონისძიებას ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე ბორის იაროშევიჩი, ფინეთის ელჩი საქართველოში კრისტერ მიკელსონი, ესტონეთის ელჩი საქართველოში პრიტ ტრუკი და ფინანსთა სამინისტროს აკადემიის დირექტორი თამარ ჯაფარიძე დაესწრნენ.
პროექტის მიზანს აკადემიის სტრატეგიული მენეჯმენტის შესაძლებლობების გაძლიერება, მაღალი ხარისხის ტრენინგ-პროგრამების, ასევე პროფესიული კარიერის განვითარების პროგრამების შემუშავება და განხორციელება, აკადემიის ხარისხის მართვის სისტემის გაძლიერება წარმოადგენდა. 
პროექტის ფარგლებში ფინანსთა სამინისტროს აკადემიის 2015-2020 სტრატეგია შეიქმნა, ასევე ტრენინგების კატალოგი და კალენდარი, ელექტრონული სწავლების სისტემა და ელექტრონული კურსები, სამუშაოს შეფასების სისტემა, ხარისხის მართვის გზამკვლევი. აგრეთვე გამზადნენ ადამიანური რესურსების მართვის ექსპერტები.
 „ჩვენ წელიწადნახევრის განმავლობაში ჩვენს ფინელ და ესტონელ კოლეგებთან ერთად ვმუშაობდით იმისათვის, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიის შესაძლებლობები განგვევითარებინა. მიგვეახლოვებინა იმ სტანდარტებისთვის, რომლითაც ევროკავშირი მუშაობს. მალდობა მინდა გადავუხადო ევროკავშირის წარმომადგენლობას ფინანსური მხარდაჭერითაც მოხერხდა. ჩვენს ფინელ და ესტონელ მეგობრებს და მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ სერიოზული ნაბიჯი გადავდგით წინ, ნაბიჯი ევროპისკენ“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა. 
„ეს პროექტი აკადემიაში ხორციელდებოდა 2013 წლიდან და მის ფარგლებში ძალიან ბევრი პროექტი შედგა. მათ შორის აღსანიშნავია აკადემიის სტრატეგიის შემუშავება, რომელიც მიზნად ისახავს განსაზღვროს აკადემიის სტრატეგიული მიმართულებები. როგორც მოგეხსენებათ, აკადემიის მთავარი მიზანია საზოგადოების ყველა სეგმენტს შესთავაზოს საუკეთესო ხარისხის მათ საჭიროებებზე მორგებული ტრენინგები, ხელი შეუწყოს მათი კვალიფიკაციის ამაღლებას“, - განაცხადა ფინანსთა სამინისტროს აკადემიის დირექტორმა თამარ ჯაფარიძემ. 
პროექტი ფინეთისა და ესტონეთის კონსორციუმების - ფინეთის საჯარო მმართველობის ინსტიტუტი (HAUS) და ესტონეთის უსაფრთხოების მეცნიერებების აკადემიის საჯარო სამსახურის განვითარებისა და ტრენინგების ცენტრის (ATAK) მიერ განხორციელდა.
საჯარო სამსახურების დაძმობილების პროგრამა (Twinning) წარმოადგენს ინსტიტუციონალური განვითარების ხელშეწყობის ინსტრუმენტს, რომელიც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ადმინისტრაციებსა და ბენეფიციარი ქვეყნის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობას გულისხმობს.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მდინარაძე - ნათელი ხდება, რამდენად მნიშვნელოვანია დავიცვათ ჩვენი ეროვნული ღირსება, ოჯახური ღირებულებები და ამაყად გავაგრძელოთ სვლა წინ - გელოდებით ყველას 29 აპრილს
კრამონი - ივანიშვილი ცდილობს საქართველოში „რუსკი მირი“ დაამყაროს
ფოტიგა - ჩვენ მოვითხოვთ სანქციებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ
კუბილიუსი - ამ კანონის მიღების შემთხვევაში, მოლაპარაკება გაწევრიანებაზე უნდა შეჩერდეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics