18:56 - 18 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-27 15:05:12, 424 ნახვა

საზოგადოება
გიორგი კვირიკაშვილი დიასპორის პირველ პროფესიულ ფორუმს დაესწრო

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველი დიასპორის პირველი პროფესიული ფორუმი "გაუზიარე გამოცდილება სამშობლოს" გაიმართა, რომელიც მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა.

ფორუმს საქართველოს ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, ასევე საქართველოს მთავრობის წევრები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. ღონისძიების მონაწილეები საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დალოცა, რომელიც უცხოეთში მოღვაწე სასულიერო პირებთან ერთად ფორუმზე იმყოფებოდა.

ფორუმის ორგანიზატორის, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, გელა დუმბაძის განცხადებით, პირველი დიასპორული პროფესიული ფორუმის ფარგლებში ხდება მსოფლიოში გაფანტული ინტელექტუალური რესურსის საქართველოში თავმოყრა. სამშობლოში ჩამოსული სპეციალისტები საქართველოში მოღვაწე კოლეგებთან ერთად განიხილავენ დარგების განვითარების, კონკრეტულ სფეროში არსებული გამოწვევებისა და ეფექტური თანამშრომლობის სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებს, რაც ხელს შეუწყობს პრობლემათა გადაჭრის  მდგრადი სტრატეგიის ჩამოყალიბებას და სამომავლოდ მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევას.

„ჩვენს თანამემამულეებს ვთავაზობთ განსაკუთრებულ პირობებს საქართველოში ბიზნესის საწარმოებლად. რა თქმა უნდა, ჩვენთვის იქნებოდა სასიხარულო, რომ თქვენ დაბრუნდეთ და ერთად ავაშენოთ ჩვენი ქვეყანა, თუმცა, ასევე შეგვიძლია გავერთიანდეთ და იმ ადგილიდან, სადაც მოღვაწეობთ, ახალი ეკონომიკის ასაშენებლად  შევქმნათ თვისობრივად ახალი შესაძლებლობები“, - მიმართა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმა ფორუმის მონაწილეებს.

ვიცე-პრემიერმა თავის გამოსვლაში ვრცლად ისაუბრა სახელმწიფოს მიერ ინიცირებულ პროგრამებზე და აღნიშნა, რომ ეს პროგრამები კარგი შესაძლებლობაა დიასპორის წარმომადგენლებისთვის, აქტიური მონაწილეობა მიიღონ საქართველოს ეკონომიკურ წინსვლაში.

„ჩვენ გვაქვს სპეციალური პროგრამები, რათა საქართველოში განვითარდეს მეწარმეობა. ამის გარდა, სოფლის მეურნეობის კუთხით მუშაობს პროგრამები, რომელიც ითვალისწინებს უფრო ხანგრძლივი ვადით სასოფლო-სამეურნეო თუ გადამამუშავებელი წარმოების დახმარებას და მივესალმებით ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებს, რათა ეს შესაძლებლობები იქნას გამოყენებული“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველოში ძალიან ბევრი კარგი რამ ხდება.

„ბიზნესი გათავისუფლებულია ყოველგვარი წნეხისგან, სასამართლო თავისუფალია, საქართველოს გააჩნია ყველაზე თანამედროვე ევროპული კანონმდებლობა, მათ შორის კონკურენციის სფეროში, რათა კონკურენტული გარემო იქნას უზრუნველყოფილი. ჩვენ ასევე ვმუშაობთ გრძელვადიან რეფორმებზე, მათ შორის არის საპენსიო რეფორმა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. ასევე კაპიტალის ბაზრის რეფორმა, რომლის შედეგადაც ორ წელიწადში საქართველოს ექნება ყველა თანამედროვე ატრიბუტით აღჭურვილი ისეთი საფონდო ბირჟა, რომელიც უნდა არსებობდეს თანამედროვე საბაზრო ეკონომიკაზე ორიენტირებულ ნებისმიერ ქვეყანაში“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

მინისტრის შეფასებით, ეკონომიკის  განვითარებისთვის ასევე მნიშვნელოვანია ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის გაძლიერებისკენ და ინფრასტრუქტურული განვითარებისკენ მიმართული პროექტები, რომელსაც მთავრობა აქტიურად ახორციელებს.

„ჩვენი კარები ღიაა თქვენთვის, ჩვენი გული ღიაა თქვენთვის და ყველანაირად ვეცდებით, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი თქვენს ჩართულობას საქართველოს მომავალი განვითარების საქმეში“, - განუცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა ფორუმში მონაწილე დიასპორის წარმომადგენლებს.

პროფესიულ ფორუმში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში ჩამოვიდნენ საზღვარგარეთ მოქმედი დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელები, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე პროფესიონალები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ისტორიული დიასპორის წარმომადგენლები, მათშორის, საქართველოს პირველი რესპუბლიკის ხელმძღვანელების შთამომავლები. ფორუმის ფარგლებში ურთიერთთანამშრომლობის შესახებ რამდენიმე მემორანდუმიც გაფორმდა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ადგილობრივ დონეზე ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება/ხელშეწყობა“ პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო
მოლდოვის საგარეო მინისტრი - კიშინეუ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე ყოყმანობს - ამან, შესაძლოა, ნეგატიური რეაქცია გამოიწვიოს
ჰანკე ბრუინს სლოტი - ეს კანონი არ ასახავს ევროკავშირის სტანდარტებს და შეიძლება საქართველოს EU-ის გზა დააზიანოს
ნინო ნიჟარაძემ ხულოს მუნიციპალიტეტის მერთან ერთად, ხულოს სოფლის ექიმებთან შეხვედრა გამართა და ჟანგბადის კონცენტრატორები გადასცა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics