19:43 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-27 16:32:45, 623 ნახვა

ეკონომიკა
ხვალ გლობალური მეწარმეობის მონიტორის 2014 წლის ეროვნული ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართება

ხვალ, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) სამხრეთ კავკასიის კერძო სექტორის განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, კავკასიის უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული გლობალური მეწარმეობის მონიტორის (GEM) 2014 წლის ეროვნული ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართება.

აღნიშნულ ღონისძიებაში სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციისა და სახელმწიფო უწყების   წამომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა-პრეზენტაციაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „მეწარმეობის განვითარების სააგენტოც“ იქნება წარმოდგენილი, რომელიც აუდიტორიას პრეზენტაციის საშუალებით მეწარმეობასთან დაკავშირებულ სახელმწიფო პოლიტიკასა და ხედვას გააცნობს.

პრეზენტაციაზე წარმოდგენილი ანგარიში  ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაში მეწარმეობის როლის წარმოჩენას ემსახურება და ერთ-ერთი საუკეთესო და უნიკალური შესაძლებლობაა მსგავსი ტიპის საკითხების დეტალურად განხილვისა და ანგარიშზე დაყრდნობით სპეციფიკურ, ქართული გარემოსათვის რელევანტურ სამეწარმეო საკითხებზე მსჯელობისათვის.

აღსანიშნავია, რომ კავკასიის უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული გლობალური მეწარმეობის მონიტორის (GEM) ანგარიში საქართველოსთვის პირველია და უნიკალურ ამომწურავ მონაცემებს აერთიანებს. ზოგადად, 1999 წლიდან მოყოლებული  გლობალური მეწარმეობის მონიტორი (GEM) მსოფლიო მასშტაბით აგროვებს და აანალიზებს ფაქტებს სამეწარმეო აქტივობებთან დაკავშირებით. აღნიშნულის საფუძველზე შექმნილია მონაცემთა ბაზა, რომელიც ეკონომიკური ტენდენციებისა და დამკვიდრებული შაბლონების სიღრმისეულად გაცნობის  საშუალებას იძლევა.

შეგახსენებთ, რომ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) საქართველოს სოციალურ საბაზრო ეკონომიკაზე ტრანზაციას მხარს უჭერს 1992 წლიდან და მიზნად ისახავს საგარეო ვაჭრობაზე ორიენტირებული სექტორისთვის ხელშეწყობას მდგრადი ეკონომიკური განვითარების მიზნით

აღსანიშნავია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მეწარმეობის განვითარების სააგენტოსა“ და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პარტნიორობა.  აღნიშნული ორგანიზაცია  სააგენტოს ხელს უწყობს საქმიანობის წარმართვაში და მთავარი ამოცანების შესრულების კუთხით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია სხვა მსხვილ ორგანიზაციებთან ერთად, რაც თავის მხრივ, სააგენტოს მიერ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის ზრდას, ინვესტორების მოზიდვასა და მეწარმეთათვის საერთაშორისო ბაზარზე წვდომის გაადვილებას გულისხმობს.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შუახევის მერი შუბნის საჯარო სკოლაში ღვაწლმოსილი პედაგოგის, ოთარ ფუტკარაძის 70 წლისადმი მიძღვნილ საიუბილეო საღამოს დაესწრო
ბერბოკი - კანცლერს არ ეშინია პუტინის - დროა, შეწყდეს დისკუსიები Taurus-ების უკრაინისთვის გადაცემაზე
პრეზიდენტი - ჩემი მოწოდებაა, ყველამ ერთად დავიწყოთ მუშაობა, რათა დიასპორას საარჩევნო უფლება მივცეთ
ე.წ. კანონიერმა ქურდმა, შაქრო კალაშოვმა საპატიმრო დატოვა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics