07:40 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-27 16:45:56, 460 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი აბაშიშვილი ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფის საკითხზე ექსპერტებთან მსჯელობს

პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილი ამ წუთებში ეკონომიკურ საკითხებზე მომუშავე ექსპერტებს ხვდება. 
შეხვედრაზე ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის ფუნქციის გამოყოფასთან დაკავშირებით ინიცირებულ კანონპროექტზე მსჯელობენ. 
როგორც აბაშიშვილმა შეხვედრის დასაწყისში განაცხადა, პრეზიდენტის ადმინისტრაცია ამ ცვლილებას ნეგატიურად აფასებს და მიიჩნევს, რომ ეკონომიკა პოლიტიკისგან თავისუფალი უნდა იყოს. 
მისივე თქმით, კანონპროექტის შემუშავების პროცესში საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ექპსერტების რეკომენდაციები არ არსებობს. 
„ჩვენი შეხვედრა შეეხება ბოლო პერიოდის ყველაზე უფრო აქტუალურ მოვლენას – ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის ფუნქციის გამოყოფასთან დაკავშირებით ვისაუბრებთ. ჩვენ ნეგატიურად ვაფასებთ აღნიშნულ ცვლილებას და ვთვლით, რომ ეკონომიკა თავისუფალი უნდა იყოს პოლიტიკისგან. კანონის განმარტებითი ბარათიდან იკითხება, რომ მიზანშეწონილობა, აბსოლუტურად არ არის დასაბუთებული ეკონომიკური მოტივებით. იქ აქცენტია რაღაც ზოგად მსჯელობაზე“, – აღნიშნა აბაშიშვილმა. 
შეხვედრის დაწყებამდე „საზოგადოება და ბანკების“ პრეზიდენტმა  გიორგი კეპუაძემ განაცხადა,რომ ზედამხედვლების სამსახურის ეროვნული ბანკიდან გამოყოფა ამ ეტაპზე მიზანშეუწონელია და შესაბამის კანონპროექტთან დაკავშირებით მისი ორგანიზაციის პოზიცია ნეგატიურია. 
„კარგია, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მსგავს კომუნიკაციას მიმართავს მნიშვნელოვან თემებთან დაკავშირებით. ის რაც ეხება მითუმეტეს ეკონომიკურ თემებს, რომელიც ხშირად პოლიტიკოსებს პოლიტიკურ თემებში ერევათ, ეკონომიკა რა თქმა უნდა პოლიტიკასთან დაკავშირებულია, თუმცა ხშირად პოლიტიკოსების ნაბიჯები ვნებს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას. ჩვენი ორგანიზაციის პოზიცია ამ კანონპროექტთან დაკავშირებით არის ის, რომ ჩვენ ამ კანონში ცვლილებების მიღებას და ზედამხედველობის სამსახურის ეროვნული ბანკიდან გამოყოფას არ ვეთანხმებით. ამ ეტაპზე ეს მიზანშეუწონელია“, – განაცხადა კეპულაძემ. 
კიდევ ერთი ექპსერტი ეკონომიკურ საკითხებში, ლევან კალანდაძე საბანკო ზედამხევდელობის სამსახურის დამოუკიდებელ სტრუქტურად არსებობას ემხრობა.
მისი თქმით, საუბარი იმის შესახებ, რომ ეს საბანკო ეს ცვლილება საბანკო სექტორს არ მოსწონს, მისთვის მიუღებელია. 
„არგუმენტი, რომ საბანკო სისტემა ჩამოიშლება, მიუღებელია, იმიტომ, რომ ძალიან ბევრ ქვეყანაში ძალიან წარმატებულად მუშაობს დამოუკიდებელ რეჟიმში საბანკო ზედამხედვლეობის დეპარტამენტი. უნდა მოხდეს არგუმენტების წარმოდგენა, დატესტვა, ყველა რისკ ფაქტორი განვლილი უნდა იქნას და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მივიღოთ ობტიმალური გადაწყვეტილება, რომელიც შედეგზე იქნება ორიენტირებული. ყოველგვარი პოპულიზმი, მერკანტიული ინტერესები და პოლიტიკა ამ სფეროს უნდა ჩამოვაშოროთ“, – აღნიშნა ლევან კალანდაძემ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტზე - ეს ინიციატივა ევროკავშირის ღირებულებებს ეწინააღმდეგება
სამხარაძე - კანონისთვის რუსულის დარქმევა არის დისკრედიტაციული პოლიტიკური მეტაფორა, რომელიც მიმართულია გამოიწვიოს საზოგადოების აღშფოთება
სამხარაძე BBC-ს ჟურნალისტს - კანონპროექტში არ არის ნახსენები სიტყვა „აგენტი,“ შესაბამისად, რაც ქალბატონმა პრეზიდენტმა თქვენთან ინტერვიუში ახსენა, სრული სიცრუეა
კასპის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელ-პედაგოგებისთვის 2 დღის განმავლობაში ტრენინგი მიმდინარეობდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics