17:08 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-27 16:54:52, 490 ნახვა

ეკონომიკა
ლევან კალანდაძე ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფას მხარს უჭერს

ეკონომიკურ საკითხებში ექსპერტი  ლევან კალანდაძე ეროვნული ბანკიდან  საბანკო ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფას ემხრობა.
როგორც კალანდაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დღემდე ვერ მოისმინა  არგუმენტები თუ რატომ არ შეიძლება საბანკო ზედამხედველობის სამსახური დამოუკიდებელ სტრუქტურად არსებობდეს.  
მისივე თქმით, არგუმენტი, რომ სბანკო სექტორს ეს არ მოსწონს და ამ ცვლილებით  საბანკო სისტემა ჩამოიშლება მიუღებელია.
ექსპერტის განმარტებით, საბანკო  ზედამხედველობის დეპარტამენტი დამოუკიდებელ რეჟიმში ძალიან ბევრ ქვეყანაში წარმატებულად მუშაობს. 
„სამწუხაროდ დღემდე ვერ მოვისმინე არგუმენტები,  თუ რატომ არ შეიძლება საბანკო ზედამხედველობის სამსახური დამოუკიდბელ სტრუქტურად არსებობდეს.  საუბარი და არგუმენტი იმის შესახებ, რომ ეს საბანკო სექტორს არ მოსწონს ან არ უნდა ჩემთვის მისაღები არ არის. არგუმენტი რომ  ამით საბანკო სისტემა ჩამოიშლება მიუღებელია.  იმიტომ რომ ძალიან ბევრ ქვეყანაში საბანკო ზედამხედველობის დეპარტამენტი დამოუკიდებელ  რეჟიმში ძალიან წარმატებულად მუშაობს. უნდა მოხდეს არგუმენტების წარმოდგენა, დატესტვა. ყველა რისკ ფაქტორი განვლილი უნდა იქნას და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მივიღოთ ოპტიმალური გადაწყვეტილება, რომელიც შედეგზე იქნება ორიენტირებული. ყველაზე მთავარი ის არის, რომ ყოველგვარი პოპულიზმი,   მერკანტილური ინტერესები და პოლიტიკა ამ სფეროს უნდა ჩამოაშოროს“,-განაცხადა ლევან კალანდაძემ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პრემიერა მარჯანიშვილის თეატრში - სეზონის გენერალური სპონსორია ბაზისბანკი
ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს შეხვდა
გარდაბნის მუნიციპალიტეტში განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
პაპუაშვილი - რეზოლუცია არის წარმავალი ევროპარლამენტის წევრების ბოლო ბწკენა ქართველი ხალხის მიმართ

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics