12:08 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-27 17:19:15, 433 ნახვა

პოლიტიკა
ბიზნესასოციაცია ხელისუფლებას მოუწოდებს, მოგების გადასახადის გაუქმების საკითხზე მუშაობა დააჩქაროს

საქართველოს ბიზნესასოციაცია ხელისუფლებას მოუწოდებს, მოგების გადასახადის გაუქმების საკითხზე მუშაობა დააჩქაროს. 

როგორც ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა გიორგი ჭირაქაძემ ასოციაციის წარმომადგენლების ბიზნესომბუდსმენთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა,  გიორგი გახარიასთან მოგების გადასახადის საკითხსა და საპენსიო რეფორმაზეც ისაუბრეს.
„მოგების გადასახადის გაუქმებასთან დაკავშირებით მოსაზრება პირველად ჩვენს სამეურვეო საბჭოში წელიწადნახევრის წინ დაიბადა. ვიცით, რომ ხელისუფლება ამ თემას პოზიტიურად უყურებს, ვიცით პრობლემების შესახებაც, რადგან მოგების გადასახადის გაუქმება იწვევს ხელისუფლებისთვის დამატებითი რესურსების მოძიების, სხვა არხების გამოძებნის აუცილებლობას. ეს რომ მარტივი არ არის, ბატონმა გიორგი გახარიამ აგვიხსნა და გვესმის, მაგრამ ჩვენ მკაფიო პოზიცია გვაქვს, რომ დღეს არის დრო, მოხდეს ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური გადაწყვეტილებების მიღება, რომ ქვეყანაში ეკონომიკა გამოცოცხლდეს, ახალი ინვესტიციები უფრო მეტად წამოვიდეს, ინვესტორებს სურვილი გაუჩნდეთ, რომ ქვეყანაში მეტი ინვესტიციები განახორციელონ", - აღნიშნა გიორგი ჭირაქაძემ. 
მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანი თემაა საპენსიო რეფორმა, თუმცა უკვე მრავალი წელია, მისი გადადება ხდება. როგორც ჭირაქაძემ განაცხადა, ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს იყო ეს ბოლომდე მიყვანილი, თუმცა, სამწუხაროდ, წინა ხელისუფლებამ ამ რეფორმის განხორციელება გადადო.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სახეობათა აღდგენის ეროვნული გეგმის პროექტი სამუშაო შეხვედრაზე განიხილა
მერია - მუნიციპალური ტრანსპორტის სხვადასხვა მარშრუტს 30 მარტიდან ავტობუსები დაემატება
ზელენსკი - რუსეთის რესურსებს ვერ ვუტოლდებით, მაგრამ უკრაინელებს შეუძლიათ რუსეთის დამარცხება გამბედაობით, მონდომებით და იდეებით
გარემოს ეროვნული სააგენტო - ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების შემცველობის მატება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics