17:58 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-27 17:36:19, 411 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი გახარია: ბიზნესის ტერორის ბრალდებაზე, სჯობს ბიზნესმენებს დაელაპარაკოთ

"ბიზნესის ტერორთან დაკავშირებით ბრალდებაზე, სჯობს ბიზნესმენებს დაელაპარაკოთ“, - ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენმა გიორგი გახარიამ ბიზნესმენ ვახტანგ გოძიაშვილის განცხადების საპასუხად განაცხადა, რომელიც ბიზნესომბუდსმენს ბიზნესის ტერორში ადანაშაულებს.

"ბიზნესის ტერორთან დაკავშირებით ბრალდებაზე, სჯობს ბიზნესმენებს დაელაპარაკოთ და მათ გააკეთონ ამაზე კომენტარი", - განაცხადა გახარიამ.
რაც შეეხება კომპანია "ემ ენ ჯორჯიას" დირექტორის განცხადებას, რომლის თანახმადაც მას გიორგი გახარიასთან შეხვედრის საშუალება არ მიეცა, ბიზნესომბუდსმენმა აღნიშნა, რომ მასთან შეხვედრა პრობლემა არადროს ყოფილა. 
"რაც შეეხება ჩემთან შეხვედრას, პრობლემა არასდროს ყოფილა. მას შეუძლია დარეკოს და იმ დღესვე თუ არა, მეორე დღეს უპრობლემოდ შევხდები", - განაცხადა გიორგი გახარიამ. 
კომპანია "ემ ენ ჯორჯიას" ხელმძღვანელი, ბიზნესმენი ვახტანგ გოძიაშვილი სასტუმრო "რედისონში" იმყოფებოდა, სადაც გიორგი გახარია საქართველოს ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა.
როგორც ვახტანგ გოძიაშვილმა აღნიშნა, შეხვედრაზე დასწრება და გიორგი გახარიასთვის შეკითხვების დასმა სურდა, თუმცა ამის საშუალება არ მიეცა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს-მა ქრთამის აღების ფაქტზე გადაუდებელი დახმარების ცენტრის 3 ყოფილი თანამშრომელი დააკავა
სააკაშვილი - უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისთვის დამატებითი უბნების გახსნის საკითხს მთლიანად ვუჭერ მხარს
კობახიძე პრეზიდენტზე - არ აქვს მორალური უფლება, ხვდებოდეს ცესკოს თავმჯდომარეს და საუბრობდეს არჩევნებზე
ტაჯიკეთში ტერორისტებთან კავშირში ეჭვმიტანილი ცხრა ადამიანი დააკავეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics