11:51 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-27 19:25:46, 726 ნახვა

ეკონომიკა
ჰურგადასა და თბილისს შორის პირდაპირი რეისების განხორციელება იწყება

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ეგვიპტეში არჩილ ძულიაშვილი ეგვიპტის სამოქალაქო ავიაციის მინისტრს ჰოსამ ქამალს შეხვდა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა კომპანია Air Cairo-ს აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე იასერ რამლი.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორამციით, შეხვედრის მიზანს თბილისსა დ ეგვიპტის საკურორტო ქალაქებს შორის პირდაპირი საჰაერო რეისების საკითხების განხილვა და ამ მიმართულებით ორი ქვეყნის თანამშროლობის გაღრმავების პერსპექტივები წარმოადგენდა.

მხარეებმა აღნიშნეს, რომ საქარტველოსა და ეგვიპტის ორმხრივი ურთიერთობების ისტორიაში პირველად 2014 წლის ნოემბერში ორ ქვეყნას შორის დაიწყო რეგულარული საჰაერო მიმოსვლა. ამჟამად კომპანია Air Cairo-ს მიერ თბილისსა და შარმ ალ-შეიხს შორის კვირაში სრულდება სამი რეისი.

 

ფრენების დაწყების შემდეგ ამ რეისით უკვე 15 000 მეტი მგზავრი იქნა გადაყვანილი. აღსანიშნავია, რომ ეგვიპტის სამოქალაქო ავიაციის მინისტრი პირადად იყო ჩართული ორ ქვეყანას შორის პირდაპირი საჰაერო რეისების დაწყების საკითხებში. მინისტის განცხადებით, ეგვიპტის სამოქალაქო ავიაციის სამინისტრო ხელს უწყობს ეგვიპტის ტურისტული ქალაქების ევროპისა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან პირდაპირ ფრენებით დაკავშირებას. ამ მხრივ, ეგვიპტის სამოქალაქო ავიაციის სამინისტრო მიესალმება და ხელს შუწყობს ჰურგადასა და თბილისს შორის პირდაპირი ფრენების განხორიცელებას, რომელიც  2 ივნისიდან დაიწყება. ფრენებს განახორციელებს ეგვიპტური კომპანია Air Cairo და ის კვირაში ოთხჯერ შედგება. შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა თბილისსა და კაიროს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის დაწყების შესაძლებლობა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ხალხის ძალა“ - ჩვენ შეგვიძლია, ევროპას აგენტოკრატიისგან თავის დაღწევაში დავეხმაროთ
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქში საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს
შეხვედრა გამოფენის კურატორთან და ხელოვანთან „თიბისი კონცეპტში“
სუს-ის თანამშრომლებმა ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი პირი ამხილეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics