22:40 - 24 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-28 12:22:50, 500 ნახვა

პოლიტიკა
„გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება განხორციელდა

„გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება  განხორციელდა, რომელიც უნებართვო საქმიანობების განმახორციელებლებს მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების უფლებას ანიჭებს.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ინფორამციით, საქმიანობის განმახორციელებლებს დღეს, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ბითაძე შეხვდა და კანონით განთვალისწინებული ახალი რეგულაცია გააცნო.

კანონის მიხედვით მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების უფლების მინიჭებისათვის, საქმიანობის განმახორციელებელი სამინისტროში წარადგენს, როგორც ეკოლოგიური აუდიტის ანგარიშს, ისე მიმდინარე საქმიანობით გამოწვეულ გარემოზე ზემოქმედების შემცირების ღონისძიებათა გეგმა-გრაფიკს. აღნიშნული გეგმა-გრაფიკით განსაზღვრულ ვადებში შესრულების შემდეგ, საქმიანობის განამხორციელებელი უფლებამოსილი იქნება სამინისტროს ნებართვის მისაღებად მიმართოს.

შეხვედრაზე, მხარეებმა კანონში განხორციელებული ცვლილებებისა და აღნიშნული ცვლილებებიდან გამომდინარე სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ისაუბრეს.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა
ზელენსკი - მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, კონგრესისა და ყველა ამერიკელის
ბორელი - მოვუწოდებ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, გაიწვიონ კანონპროექტი და ქვეყანას ევროპული გზიდან არ გადაახვევინონ
რიში სუნაკი და ოლაფ შოლცი თავდაცვის სფეროში მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics