23:06 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-28 12:37:32, 414 ნახვა

სამართალი
არჩილ თალაკვაძე: შსს უმცირესობების დაცვის მიმართულებით წელს კარგ ფორმაშია

„უმცირესობების უფლებების დაცვის მიმართულებით შსს  წელს გაცილებით მაღალ სტანდარტს იცავს“, –ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე  არჩილ თალაკვაძემ სასტუმრო „თბილისი მერიოტში“  ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ „ქართული ოცნების“ ორწლიანი მმართველობის შეფასების ანგარიშის პრეზენტაცია მიმდინარეობს. 

თალაკვაძის თქმით, მიმდინარე წელს არ დაფიქსირებულა არც ერთი ფაქტი, როცა სახელმწიფო უმცირესობების უფლებების ვერ დაცვისთვის გააკრიტიკეს.

„უმცირესობების უფლებების დაცვის მიმართულებით, პირადად მე ვფიქრობ, რომ შსს 2015 წელს გაცილებით კარგ ფორმაშია და მაღალ სტანდარტს იცავს, თუნდაც რელიგიური უმცირესობების მიმართულებით. ჩვენ დავამუშავეთ  ის პრობლემები, რომლებიც ამ სფეროში იყო და წელს არ გვქონია არც ერთი მაგალითი, როცა სახელმწიფო გააკრიტიკეს უმცირესობების უფლებების ვერ დაცვისთვის. სახელმწიფომ დღეს, ძალიან მაღალი სტანდარტი აჩვენა. მოგეხსენებათ იყო აქციები და არც ადამიანი არ დაშავებულა და არ განუდევნია არავის. ჩვენმა სამინისტრომ შეკრების მანიფესტაციების და გამოხატვის თავისუფლება დაიცვა“, – აღნიშნა თალაკვაძემ. 

მისივე მტკიცებით, შსს–ს საქმიანობა დღეს, ბევრად უფრო გამჭვირვალეა.

„მე გამიკვირდებოდა არასამთვრობო სექტორის მხრიდან გარკევული შენიშვნები, რომ არ ყოფილიყო. მნიშვნელოვანია, რომ ამ შენიშვნებთან დაკავშირებით დიალოგი შედგეს. ამიტომ ვართ აქ დღეს. რაც შეეხება 2 წლის განმავლობაში გაწეულ სამუშაოს, ვფიქრობ,  შსს–ს მენეჯმენტმა ძალიან დიდი საქმე გააკეთა. იგივე, ის, რომ დღეს უწყება ანგარიშვალდებულია და მეტი საჯაროობის მქონე. ბევრი დოკუმენტი გასაჯაროვდა, კანონმდებლობა დაიხვეწა, ნარკოდანაშაულთან უკომპრომისო ბრძოლა გრძელდება. ერთი ორად არის გაზრდილი ნარკოტიკების ამოღების მაჩვენებელი. სამინისტროში სწავლებისა და მომზადების მიმართულებით შიდა კონტროლის მექანიზმები გაძლიერდა. გარკვეული შენიშვნები ჩვენთვის საინტერესოა. მთავარია, რომ შენიშვნები გაურკვეველი არ იყოს“, – განაცხადა არჩილ  თალაკვაძემ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს
ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics