09:54 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-28 14:45:10, 479 ნახვა

სამხედრო
პროექტი „საქართველო IV“ გრძელდება

გორის რაონის სოფელ სკრაში მიმდინარე ნატო-ს ნდობის ფონდის პროექტის, „საქართველო IV”-ის მიმდინარეობას ნატოს უზრუნველყოფის სააგენტოს (NSPA), ნატოს სამეკავშირეო ოფისის და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები გაეცვნენ.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის განხორციელება, რომელიც 2008 წლის ომის დროს აფეთქებული შეიარაღების საცავის ნარჩენი საბრძოლო მასალებისგან გაწმენდას ითვალისწინებს, ნატოს უზრუნველყოფის სააგენტომ შარშან ზაფხულში დაიწყო. მისი წამყვანი ქვეყნები ლიტვის და ჩეხეთის რესპუბლიკებია. მათ გარდა, პროექტის ბიუჯეტში წვლილი ნატოს წევრმა და პარტნიორმა თორმეტმა ქვეყანამ შეიტანა.

ნატო-ს უზრუნველყოფის სააგენტოს წარმომადგენლის დევიდ თაუნდროუს და საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის უილიამ ლაჰიუს გარდა, სკრას ჩეხეთის რესპუბლის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ტომაშ პერნიცკი, ლიტვის რესპუბლის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი იურატე რამოშიენე, ასევე ნატო-ს წევრი ქვეყნების სამხედროს ატაშეები ესტუმრნენ.

თავდაცვის უწყების ცნობით, მათ პროექტის მიმდინარეობის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია პროექტის უშუალო შემსრულებლის - სსიპ სახელმწიფო სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დელტა"- სა და საინჟინრო ბრიგადის EOD ასეულის წარმომადგენლებისგან მიიღეს. სტუმრები ტექნიკურ მეთოდებსაც გაეცნენ, რომელსაც EOD ასეული და დელტა საცავის აფეთქების შედეგად გაბნეული საბრძოლო მასალების მოძიების, გამოტანის, დახარისხების, საფრთხის შემცველი ნაწილების უტილიზაციის და განადგურებისას იყენებენ. „საქართველო IV”-ის განხორციელების შედეგად, სოფლის სკრის მაცხოვრებლებს მიმდებარე ტერიტორიის უსაფრთხოდ გამოყენების შესაძლებლობა ექნებათ.

პროექტის ბიუჯეტი 1,6 მილიონ ევროს შეადგენს და ორ წელზეა გათვლილი. მისი ერთ-ერთი კომპონენტი საინჟინრო ბრიგადის EOD ასეულისთვის ტრენინგების ჩატარებას და აღჭურვილობის მიწოდებასაც ითვალისწინებს, რაც სკრის გაწმენდის პარალელურად, წარმატებით მიმდინარეობს.

ცნობისთვის,„პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამის ნდობის ფონდის ეგიდით განხორციელებული პროგრამების ფარგლებში, საქართველომ ნატო-ს უზრუნველყოფის სააგენტოსთან თანამშრომლობა 2002 წლის ივნისში დაიწყო. სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში წარმატებით განხორციელდა პარტინიორობა მშვიდობისათვის ნდობის ფონდის სამი პროექტი - ”საქართველო I”, ”საქართველო II” და “საქართველო III”.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სამხრეთ აფრიკაში ავტოავარიას 45 ადამიანი ემსხვერპლა
კობახიძე - საქართველოს რელიგიური მრავალფეროვნება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სიმდიდრეა
რუსეთის საგამოძიებო - Crocus City Hall-ზე მომხდარ ტერაქტთან უკრაინელი ნაციონალისტების კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება მოვიპოვეთ
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასა და გადამზიდველთა შორის შეთანხმება შედგა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics