17:54 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-28 17:08:53, 436 ნახვა

სამართალი
საგანგებო პროკურორისთვის ცრუ ჩვენების მიცემა სისხლის სამართლის დანაშაული იქნება

მთავარი პროკურორის და მისი მოადგილეების საქმეების შესწავლის მიზნით საგანგებო პროკურორის ინსტიტუტი შემოდის. 

ცვლილებას „პროკურორის შესახებ“ კანონპროექტი ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტშია ინიცირებული. 

პროექტის თანახმად, საგანგებო პროკურორს, ნებისმიერი პირის დაკითხვის შესაძლებლობა ექნება.  ამასთან, მას შესაძლებლობა ექნება  საკითხის გამოკვლევისთვის საჭირო ინფორმაცია გამოითხოვოს სახელმწიფო ორგანოებისგან, იურიდიული და ფიზიკური პირებისგან, ასევე თანამდებობის პირებისგან. გარდა ამისა, საგანგებო პროკურორი უფლებამოსილი იქნება, სისხლის სამართლის წარმოების მასალებს გაეცნოს, თუ ეს საქმე სამართალწარმოების პროცესში ჩადენილ დანაშაულს ეხება. 
საგანგებო პროკურორი ანგარიშვალდებული იქნება მხოლოდ საპროკურორო საბჭოს წინაშე. 

საგანგებო პროკურორებთან დაკავშირებით ცვლილება შედის ასევე „სისხლის სამართლის შესახებ კოდექსში“, რომლის თანახმადაც საგანგებო პროკურორისთვის შეგნებულად ცრუ ახსნა–განმარტების მიცემა, ახსნა–განმარტების მიცემაზე უარის თქმა ან არიდება და საგანგებო პროკურორის მიერ მისი უფლებამოსილების განხორციელების პროცესში მოპოვებული ინფორმაციის გახმაურება სისხლის სამართლის დანაშაული იქნება.  

კერძოდ, საგანგებო (ad hoc)  პროკურორისთვის შეგნებულად ცრუ ახსნა–განმარტების მიცემა დაისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 190–დან 240 საათამდე, ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით 3–დან 5 წლამდე. 

საგანგებო (ad hoc) პროკურორისათვის ახსნა-განმარტების მიცემაზე უარის თქმა ან ახსნა-განმარტების მიცემისაგან თავის არიდება, - ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 120–დან 180 საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით 4 წლამდე.

ამასთან, საგანგებო (ad hoc) პროკურორის მიერ მისი უფლებამოსილების განხორციელების პროცესში მოპოვებული ინფორმაციის გახმაურება, - ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 4 წლამდე.

ორივე კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობაა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს-მა ქრთამის აღების ფაქტზე გადაუდებელი დახმარების ცენტრის 3 ყოფილი თანამშრომელი დააკავა
სააკაშვილი - უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისთვის დამატებითი უბნების გახსნის საკითხს მთლიანად ვუჭერ მხარს
კობახიძე პრეზიდენტზე - არ აქვს მორალური უფლება, ხვდებოდეს ცესკოს თავმჯდომარეს და საუბრობდეს არჩევნებზე
ტაჯიკეთში ტერორისტებთან კავშირში ეჭვმიტანილი ცხრა ადამიანი დააკავეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics