18:13 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-28 17:21:41, 543 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი კვირიკაშვილი: შევძელით დაგვეცვა სწორი ბალანსი კერძო კომპანიისა და საჯარო ინტერესებს შორის

„ჩვენ შევძელით დაგვეცვა სწორი ბალანსი კერძო კომპანიისა და საჯარო ინტერესებს შორის“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს  შპს "ტავ-ურბან საქართველოსთან“ 2005 წელს დადებული თბილისის საერთაშორისო აეროპორტის კონცესიის ხელშეკრულების განახლებულ ვარიანტზე ხელმოწერის შემდეგ განუცხადა.

მისი თქმით, ასაფრენი ზოლის რეაბილიტაციის შემდეგ აეროპორტი საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში იქნება.
„2 წლის განმავლობაში ძალიან ბევრმა ადამიანმა იმუშავა. აქ იყო ჩართული წამყვანი იურიდიული კომპანიები, რომლებმაც მოახერხეს ჩვენთან ერთად, რომ დაეცვათ სწორი ბალანსი კერძო კომპანიის ინტერესებსა და სახელმწიფოს მოქალაქეების და საჯარო ინტერესებს შორის. ძალიან კმაყოფილები ვართ მოლაპარაკებებით, ვინაიდან დროთა განმავლობაში გახდა საჭირო, რომ შეცვლილიყო ის პირობები, რომლითაც გაფორმდა ხელშეკრულება, რადგან გარემოებებიც შეიცვალა და მოთხოვნებიც გაცილებით უფრო მაღალია დღევანდელი მგზავრთა ნაკადიდან გამომდინარე. მთავარი მიღწევები რაც გვაქვს არის, რომ ხელშეკრულება მიღწეულია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით. ხელშეკრულება შედგენილია ავიაგადამზიდავების საერთაშორისო ასოციაციის რეკომენდაციების მიხედვით. შესწავლილ იქნა არსებული ასაფრენი ზოლი და დადგინდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მასზე განხორციელდება 30 მილიონი დოლარის ინვესტიცია, რათა მოხდეს მთლიანად აეროპორტის ინრასტრუქტურის განახლება, ეს აეროპორტი იქნება შესაბამისობაში საერთაშორისო სტანდარტებთან და შესაძლებლობა ექნება მიიღოს თუნდაც ყველაზე დიდი ავიახომალდები. ასევე თვითონ ტერმინალის გაფართოების კუთხით გადაწყდა, რომ აეროპორტის ინფრასტრუქტურა განვითარდება 4 ეტაპად და ამ ეტაპებზე კონკრეტული კაპიტალდანახარჯები არის გათვალისწინებული. ყოველი წლის დასაწყისში კომპანია წარმოადგენს კაპიტალური დანახარჯების გეგმას, რომელიც შეთანხმებული იქნება აეროპორტების გაერთიანებასთან და ამ დამტკიცებული გეგმის მიხედვით ისინი განახორციელებენ ინვესტიციებს. კმაყოფილები ვართ იმით, რომ ერთი მხრივ, გავუფრთხილდით ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, ინვესტორს, მის ინტერესებს და მეორე მხრივ, მაქსიმალურად დავიცავით ჩვენი მოქალაქეებისა და მგზავრთა და საჯარო ინტერესები", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მელია - ვეღარ ვივლით ევროპაში უვიზოდ, როდესაც ქვეყანას, რუსული წესებით რუსული ხელისუფლება მართავს
ხაბეიშვილი - საქართველოს აუქმებს ივანიშვილი!
„თიბისი“ კონცეპტის და extra.ge-ის სააღდგომო შეთავაზება
გაზრდილი CashBack-ის ახალი აქცია იწყება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics