11:06 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-28 17:57:23, 330 ნახვა

პოლიტიკა
უკრაინისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროები ევროპული მომავლისთვის ბრძოლის გზაზე ძალისხმევას აერთიანებენ

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი კიევში უკრაინელ კოლეგას შეხვდა.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით,  თეა წულუკიანმა და პაველ პეტრენკომ ორი ქვეყნის ურთიერთთანამშრომლობაზე ისაუბრეს. უკრაინის იუსტიციის მინისტრმა ქართველ კოლეგას მადლობა გადაუხადა საპასუხო ვიზიტისათვის და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და უკრაინის იუსტიციის სამინისტროები აქტიურად ითანამშრომლებენ საერთო მიზნის მისაღწევად.

თეა წულუკიანის განცხადებით, საქართველოში უკრაინის იუსტიციის მინისტრის ვიზიტისას მოხდა შეთანხმება ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროებს შორის ინსტიტუციონალურ თანამშრომლობაზე, კიევში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დელეგაციის ვიზიტი კი ორივე ქვეყნისათვის კონკრეტული შედეგის მომტანი იქნება. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა უკრაინელ კოლეგას რიგის სამიტზე მიღწეული წარმატებაც მიულოცა.

 „ვსარგებლობ შემთხვევით და ყველას, თქვენ და თქვენს გუნდს, გილოცავთ იმ შედეგებს, რაც დაიდო უკრაინისთვის რიგის სამიტზე. საქართველოს ძალიან კარგად მოეხსენება, რა ძნელია ამ შედეგების მიღწევა მოკლე დროში. ალბათ, არცერთ სამინისტროს არ ეწყინება არც ჩვენს ქვეყანაში და არც თქვენს ქვეყანაში ის, რომ მთავარი სიძნელეები იუსტიციის სამინისტროებმა გადავლახეთ საკანონმდებლო რეფორმების დარგში. ამიტომ გილოცავთ ამ წარმატებას, მაგრამ ეს არის შუალედური შედეგი და ჩვენ, ორივეს, ძალიან დიდი შრომა გვაქვს  ჯერ კიდევ წინ“, − აღნიშნა წულუკიანმა. 
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ უკრაინისათვის სასარგებლო იქნება ქართული გამოცდილება, საქართველოს კი უკრაინის გამოცდილება დაეხმარება, არ დაუშვას შეცდომები.
თეა წულუკიანმა უკრაინელ კოლეგას ინფორმაცია მიაწოდა სისხლის სამართლის, სასამართლოს, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმის შესახებ.  საუბარი შეეხო ნოტარიატის, საჯარო და სამოქალაქო რეესტრების, აღსრულების სისტემის რეფორმებსაც.
უკრაინის იუსტიციის მინისტრის თქმით, საქართველოსა და უკრაინის ხალხებს ბევრი რამ აერთიანებთ.
„საქართველოს და უკრაინას აქვთ ერთი მიზანი − ერთ დღეს გახდნენ ევროკავშირის წევრები. ამ გზაზე ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს იუსტიციის სფერო. ჩვენ გვაქვს ასოცირებისა და ვიზალიბერალიზაციის დღის წესრიგი, რომლის შესრულებაშიც ორივე ქვეყანას აქვს წარმატებული საკუთარი გამოცდილება. პირველ რიგში, ეს გამოცდილება გავუზიაროთ ერთმანეთს“, − განაცხადა პაველ პეტრენკომ. 
უკრაინის იუსტიციის მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ საქართველოსა და უკრაინის მჭიდრო ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია ორი ქვეყნის წარმატებული სვლისათვის ევროპული მომავლისაკენ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა
პოლ დენი - ავსტრალია არის WWTG-ის მომავალი თავმჯდომარე და მოუთმენლად ელის, რომ დაეფუძნოს საქართველოს წარმატებებსა და ქმედებებს
რუსეთში ბომბდამშენი ჩამოვარდა [ვიდეო]
რუსებმა დნიპროზე იერიში მიიტანეს - არის მსხვერპლი [ვიდეო]

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics