12:13 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-28 18:29:19, 676 ნახვა

ეკონომიკა
"ტავ-ურბან საქართველოსთან" თბილისის საერთაშორისო აეროპორტის კონცესიის ხელშეკრულების განახლებული ვარიანტი გაფორმდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ”საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას” და შპს ”ტავ-ურბან საქართველოს” შორის 2005 წელს დადებული თბილისის საერთაშორისო აეროპორტის კონცესიის  ხელშეკრულების (Build Operate Transfer – BOT) განახლებულ ვარიანტს მოეწერა ხელი.

დოკუმენტს ხელი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა, ქეთევან ალექსიძემ და „ტავ ჯორჯიას“ გენერალურმა მენეჯერმა მეთე ერკალიმ მოაწერეს. ხელმოწერის ცერემონიალს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და „ტავ ეარ ფორთს ჰოლდინგის“ პრეზიდენტი სანი შენერი დაესწრნენ. 
2005 წლის ხელშეკრულების ახალი რედაქციით, შპს ”ტავ-ურბან საქართველო” თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ოპერირებას 2027 წლამდე განახორციელებს. 
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, 2 წლის განმავლობაში ბევრმა ადამიანმა ძალიან ბევრი იმუშავა იმაზე, რომ დაეცვათ სწორი ბალანსი კერძო კომპანიის ინტერესებს, სახელმწიფოს, მოქალაქეებისა და საჯარო ინტერესებს შორის. 
,,დღევანდელი დღე, წარმოადგენს ნათელ მაგალითს იმისა, რომ საქართველოს მთავრობა ყოველთვის მზად არის ხელი შეუწყოს უცხოელი ინვესტორების საქმიანობას საქართველოში, შექმნას შესაბამისი გარემო ბიზნესის განვითარებისთვის და ამავდროულად მაქსიმალურად დაიცვას საქართველოს მოქალაქეების ინტერესები.ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ იმითი, რომ ერთის მხრივ გავუფრთხილდით ჩვენს ძალიან მნიშვნელოვან პარტნიორს, ძალიან მნიშვნელოვან კომპანიას, ინვესტორს, რომელიც წარმოდგენილია საქართველოში, მის ინტერესებს. მეორეს მხრივ, მაქსიმალურად დავიცავით ჩვენი მოქალაქეების, მგზავრთა და საჯარო ინტერესები, რომელიც დაკავშირებულია ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული ობიექტის განვითარებასთან.დროთა განმავლობაში გახდა საჭირო, რომ შეცვლილიყო ის პირობები, რა პირობებითაც გაფორმდა ხელშეკრულება, გამომდინარე იქიდან, რომ გარემოებები შეიცვალა და მოთხოვნებიც გაცილებით უფრო მაღალია დღევანდელი მგზავრთა ნაკადიდან გამომდინარე. მთავარი მიღწევები რაც გვაქვს, არის ის, რომ ხელშეკრულება შედგენილია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით. დოკუმენტი შედგენილია ავიაგადამზიდავების საერთაშორისო ასოციაციის რეკომენდაციების მიხედვით. რაც ყველაზე მთავარია, თავად აეროპორტის ოპერირებისას დადგენილია და მიღებულია მომსახურების  სტანდარტები, რა სტანდარტებითაც იმუშავებს აეროპორტი და აღსრულების მექანიზმები ამ სტანდარტებთან შესაბამისობის კუთხით. გადაწყდა, რომ თვითონ საერთაშორისო ავიაგადამზიდავების ასოციაციის ექსპერტთა რეკომენდაციით, შეისწავლეს არსებული ასაფრენი ზოლი და დადგინდა, რომ არსებული ასაფრენი ზოლის რეაბილიტაციის შემთხევაში, იმ შემთხვევაში თუ მასზე განხორციელდება დაახლოებით 30 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია, რათა მოხდეს აეროპორტის მთლიანი ინფრასტრუქტურის განახლება, ეს აეროპორტი შესაბამისობაში იქნება საერთაშორისო სტანდარტებთან და შესაძლებლობა ექნება მიიღოს თუნდაც ყველაზე დიდი ავიახომალდები‘’, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.
„უკანასკნელი წელიწადნახევრის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას და ტავ ჰოლდინგს და მის შვილობილ კომპანია შპს ”ტავ-ურბან საქართველოს” შორის მიმდინარეობდა აქტიური მოლაპარაკებები თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სამომავლო განვითარების საკითხებთან და ხელშეკრულების ახალ ვერსიასთან დაკავშირებით, რომელიც შესაბამისობაში იქნებოდა ავიაციის საერთაშორისო სტანდარტებთან და აეროპორტის სამომავლო მოთხოვნებთან“, - აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.
ხელშეკრულების ახალი ვერსიის თანახმად მხარეები შეთანხმდნენ:
1) თბილისის საერთაშორისო აეროპორტის არსებული ასაფრენი ზოლისდა სამიმოსვლო ბილიკების სრული რეაბილიტაცია, რომელიც განხორციელდება 2014 წელს საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის - IATA Consulting-ის მიერ მომზადებული დასკვნის და რეკომენდაციების შესაბამისად. სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება 2015 წლის 1 სექტემბრიდან და დასრულდება 2016 წლის ივნისის ბოლოს.

2) თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების ოთხ ეტაპიანი გეგმა, რომელიც უზრუნველყოფს ხელშეკრულების ბოლომდე (2027 წ-მდე) აეროპორტის ინფრასტრუქტურის განვითარებას და კონკრეტული პროექტების განხორციელებასმგზავრთნაკადის მატების შესაბამისად.

ხელშეკრულების ახალი ვერსიის თანახმად მხარეები დამატებით შეთანხმდნენ აეროპორტის ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობის კონკრეტულ ვალდებულებებზე, ქონების მართვის და უკან დაბრუნების კონკრეტულ გემგა-გრაფიკზე. ასევე სრულად მოგვარდა და დარეგულირდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის არსებული ტერმინალის და მიწის საკითხები რაც თავის მხრივ დადებითად აისახება სახელმწიფო ბიუჯეტზე.
ხელშეკრულების ახალი ვერსიით მხარებმა ასევე განსაზღვრეს აეროპორტის ოპერირების სტანდარტები და მათი კონტროლის მექანიზმი, რაც განხორციელდება ევროპის აეროპორტების საერთაშორისო საბჭოს (Airports Council International (ACI) Europe)  მიერ, რაც არის იმის გარანტი რომ თბილისის აეროპორტში როგორც ავიკომპანიები, ასევე მგზავრები მიიღებენ თანამედროვე სტანდარტების შესაბამის მაღალი დონის სერვისს.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Reuters - უკრაინა აცხადებს, რომ რუსული ბომბდამშენი მათ ჩამოაგდეს
რუსთავის საკრებულოში „ოცნების“ ფრაქცია - მივმართეთ საკრებულოს თავმჯდომარეს, ჩანიშნოს სხდომა, რომელზეც ძირითად საკითხებად იქნება საკრებულოს თავმჯდომარის და მისი მოადგილეების გადაყენების საკითხი
დევნილთა სააგენტოს დირექტორი შიდა ქართლის რეგიონში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა
„ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ პროგრამის ფარგლებში, უსაფრთხო საცხოვრისი დამატებით 27-მა ეკომიგრანტმა ოჯახმა შეიძინა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics