01:18 - 02 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-28 20:17:03, 570 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი აბაშიშვილი ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფის საკითხზე კომერციული ბანკების ხელმძღვანელებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილი ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფის საკითხზე კომერციული ბანკების ხელმძღვანელებს შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მან საბანკო სექტორის წარმომადგენლებს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოზიცია გააცნო და აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ბანკირების მოსაზრებები მოისმინა.

 პრეზიდენტის მრჩეველთან შეხვედრას საქართველოს წამყვანი კომერციული ბანკების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. მათ შორის „თიბისი ბანკის“ დირექტორი, „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორი, „ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორი, „ბაზის ბანკის“ გენერალური დირექტორი, „ვითიბი ბანკის“ დირექტორი, „ბანკი ქართუს“ გენერალური დირექტორი და სხვა.

 შეხვედრას ორგანიზება საქართველოს ბანკებისა და ბიზნესის ასოციაციებმა გაუწიეს.

"აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ უკვე გვქონდა ერთი შეხვედრა ექსპერტებთან. დღეს იყო შეხვედრა საბანკო სექტორთან, რომელსაც ასევე პირდაპირ ეხება კანონის აღნიშნული ცვლილებები. ორივე ამ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ის ფორმა და შინაარსი, რომლითაც ახლა კანონპროექტია წარდგენილი აბსოლუტურად მიუღებელი, ნაჩქარევადაა მომზადებული და ძალიან ბევრ კითხვას ბადებს, რამდენად არის ეს პროფესიული დისკუსიის საგანი და ხომ არ არის აქ სხვა ტიპის გადაწყვეტილება. თავისთავად ცხადია, რომ როდესაც ასეთი ტიპის კანონპროექტი იქმნება, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პროფესიული წრეების ჩაბმულობას, იმ სფეროს, ამ შემთხვევაში საბანკო სექტორის მონაწილეობას, რომელსაც უშუალოდ ეხება აღნიშნული კანონპროექტი. შესაბამისად მნიშვნელოვანია, რომ სწრაფად მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილება, რომ არ მოხდეს აღნიშნული კანონპროექტის განხილვა მსგავსი ფორმითა და შინაარსით."- განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

 

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისის ორივე სანაპირო გადაკეეტილია
რუსთაველზე აქცია კიდევ ერთხელ დაშალეს [ვიდეო]
პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
ახალგაზრდა რომელსაც თვალი დაუზიანდა ნიუ ჰოსპიტალშია, კლინიკაში მისი მამაც მივიდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics