16:46 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-29 10:29:08, 349 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: ათონელის რეზიდენციაში გადასვლაზე გადაწყვეტილება პრეზიდენტმა უნდა მიიღოს

ათონელის რეზიდენციაში გადასვლაზე გადაწყვეტილება პრეზიდენტმა უნდა მიიღოს,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მთავრობამ თონელის რეზიდენციაზე 25 მილიონი ლარი დახარჯა და პრეიზიდენტის  იქ გადასვლა გონივრული გადაწყვეტილება იქნებოდა.

"იყო ამაზე მსჯელობა მთავრობაში, ვფიქრობ რომ ჩვენ თავი უნდა შევიკავოთ ნებისმიერი სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებისგან, იმიტომ რომ ჩვენთვის მთავარი ინტერესია,  არ დაზიანდეს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯი და სახელმწიფო ინსტიტუტების იმიჯი. მიუხედავად იმისა, რომ მთავობამ ეფექტურად უნდა განკარგოს ქონება, ბიუჯეტი. ეს კიდევ ერთხელ დააზიანებს ქვეყნის იმიჯს, რაც არავის ინტერესში არ შედის. ამიტომ,  მიმაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს თავად პრეზიდენტმა. თუ ჩათვლის, რომ ეს იქნებოდა გონივრული გადაწყვეტილება, თუ გამოიყენებდა ამ შენობას, რომელშიც მთავრობამ 25 მილიონი დახარჯა, ეს იქნებოდა მისასალმებელი ჩვენთვის. თუმცა ეს გადაწყვეტილება მან უნდა მიიღოს",-განაცხადა ღარიბაშვილმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე პრეზიდენტზე - არ აქვს მორალური უფლება, ხვდებოდეს ცესკოს თავმჯდომარეს და საუბრობდეს არჩევნებზე
ტაჯიკეთში ტერორისტებთან კავშირში ეჭვმიტანილი ცხრა ადამიანი დააკავეს
რუმინეთში, უკრაინის საზღვართან დრონი ჩამოვარდა
კობახიძე - ივანიშვილთან მაქვს რეგულარული კომუნიკაცია - ის, როგორც საპატიო თავმჯდომარე, ჩართულია პოლიტიკურ პროცესებში

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics