23:30 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-29 10:47:34, 357 ნახვა

საზოგადოება
შსს-ს მომსახურების სააგენტო სოლიდარობის ფონდთან ერთად სოციალურ პროექტს იწყებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით შექმნილ „საქართველოს სოლიდარობის ფონდს“ უერთდება.

მომსახურების სააგენტოსა და „საქართველოს სოლიდარობის ფონდს“ შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე, „სოლიდარობის ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი მარიამ ჯაში და შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის პირველი მოადგილე დავით მიზანდარი ესწრებოდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო სოლიდარობის ფონდთან ერთად სოციალურ პროექტს 1 ივნისიდან იწყებს. პროექტის ფარგლებში, მოქალაქეებს, რომლებიც სააგენტოს ნებისმიერი სერვისით ისარგებლებენ (მაგალითად, ავტომანქანის სანომრე ნიშნის შეძენისას), სურვილის შემთხვევაში, შეეძლებათ განახორციელონ მცირე დონაცია და შესაბამისად, გახდნენ სოლიდარობის ფონდის მხარდამჭერები. აღნიშნული ინიციატივა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების მკურნალობის დაფინანსებას.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს
ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics