14:21 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-29 12:15:24, 445 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბ აბაშიძე: რუსეთში დარჩენილია რამდენიმე ქართველი, რომელიც ჯაშუშობისთვის იხდის სასჯელს

პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძის განცხადებით, რუსებმა ჯაშუშობის ბრალდებით რამდენიმე ქართველი გაათავისუფლეს.

თუმცა, როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პატიმრობაში კიდევ რამდენიმე მათგანია დარჩენილი და ვარაუდობს, რომ ისინიც მალე გათავისუფლდებიან.

აბაშიძის თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით საუბარი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინთან შეხვედრაზე იქნება.

"კარასინთან შეხვედრაზე საუბარი იქნება ჰუმანიტარულ საკითხებზე... ჩვენი მოქალაქეების საქართველოში დაბრუნებაზე, რომლებიც რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით სასჯელს იხდიან. რამდენიმე მათგანი გავათვისუფლეთ, კიდევ რამდენიმე პიროვნებაა დარჩენილი და ისინიც რაც შეიძლება მალე უნდა გავათვისუფლოთ", - აღნიშნა აბაშიძემ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კალაძე - ფედერაცია ნაკრების წევრებს უქმნის ყველა პირობას, რომ მინდორზე საუკეთესოდ ითამაშონ - ასეთ დამოკიდებულებას მოაქვს შედეგი
კალაძე გახარიაზე - მისი განცხადებები რეალობას ძალიან აცდენილია
ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე არსებული შუა ზოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
კალაძე - ის, რომ კონკრეტული ადამიანები იბრძვიან, როგორმე საარჩევნო ბარიერი გადალახონ, საზოგადოების პასუხია მათ რადიკალიზმზე

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics