08:43 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-29 13:55:51, 290 ნახვა

პოლიტიკა
თინა ხიდაშელი: ათონელის რეზიდენცია პატრონს ელოდება, ახლა პატრონის გადასაწყვეტია მიიღებს თუ არა მას

საქართველოს თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის შეფასებით, ათონელის რეზიდენციასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის დღევანდელი განცხადება აბსოლუტურად გასაგები იყო.

მისივე თქმით, ათონელის რეზიდენციაში სამუშაოები დასრულებულია და "პატრონს ელოდება"

"ვფიქრობ, პრემიერის განცხადება დღეს  ძალიან ნათელი და გასაგები იყო. ათონელის რეზიდენცია მზადყოფნაში, დასრულებულია, ელოდება  პატრონს, ახლა უკვე პატრონის გადასაწყვეტია მას მიიღებს თუ არა",-განაცხადა თინა ხიდაშელმა.

ცნობისთვის, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ათონელის რეზიდენციაში გადასვლაზე გადაწყვეტილება პრეზიდენტმა უნდა მიიღოს. მისივე თქმით, მთავრობამ ათონელის რეზიდენციაზე 25 მილიონი ლარი დახარჯა და პრეზიდენტის  იქ გადასვლა გონივრული გადაწყვეტილება იქნებოდა.

"ვფიქრობ რომ ჩვენ თავი უნდა შევიკავოთ ნებისმიერი სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებისგან, იმიტომ რომ ჩვენთვის მთავარი ინტერესია,  არ დაზიანდეს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯი და სახელმწიფო ინსტიტუტების იმიჯი. მიუხედავად იმისა, რომ მთავობამ ეფექტურად უნდა განკარგოს ქონება, ბიუჯეტი. ეს კიდევ ერთხელ დააზიანებს ქვეყნის იმიჯს, რაც არავის ინტერესში არ შედის. ამიტომ,  მიმაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს თავად პრეზიდენტმა. თუ ჩათვლის, რომ ეს იქნებოდა გონივრული გადაწყვეტილება, თუ გამოიყენებდა ამ შენობას, რომელშიც მთავრობამ 25 მილიონი დახარჯა, ეს იქნებოდა მისასალმებელი ჩვენთვის. თუმცა ეს გადაწყვეტილება მან უნდა მიიღოს",-აღნიშნა ღარიბაშვილმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს
„არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ - აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით ევროპის მოედანზე მივიდნენ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა
ზელენსკი - მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, კონგრესისა და ყველა ამერიკელის

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics